კუტრონე: "მილანი ჩემთვის ყველაფერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუტრონე: "მილანი ჩემთვის ყველაფერია"


კუტრონე:

"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე, "როსონერის" სიყვარულში გამოუტყდა.

"ის, რასაც მივაღწიე, მხოლოდ დასაწყისია და მუშაობა უნდა გავაგრძელო. ჩემი მიზანია, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო და მხოლოდ გოლების გატანაზე არ ვიფიქრო.

მე, კალინიჩი და ანდრე სილვა ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით. ნიკოლასგან ბევრი რამის წავლა შემიძლია, ვინაიდან ის სერია ა-ში უკვე დიდი ხანია ასპარეზობს და გამოცდილება აქვს.

"მილანში" უკვე 12 წელია ვიმყოფები და ამ კლუბის მაისურის ტარება ჩემთვის ყველაფერია. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მინდა გუნდს დავეხმარო და მინდორზე ყველაფერი გავაკეთო, რაც მომეთხოვება", - აღნიშნა კუტრონემ.

19 წლის იტალიელი პირველ გუნდში ვინჩენცო მონტელამ დააწინაურა და სერია ა-ს ახალ სეზონში პატრიკმა 2 გოლის გატანა და 1 ასისტის გაკეთებაც მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი პატრიკ კუტრონე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები