სპალეტი: "ინტერის ფრე სკანდალი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტი: "ინტერის ფრე სკანდალი არ არის"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" გამოცდილი თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი, მიიჩნევს, რომ "ბოლონიასთან" ფრის (1:1) გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს.

"ჩვეულებრივზე ნელად ვმოქმედებდით და ბურთი ვერტიკალურად ისე ვერ ვათამაშეთ, როგორც გვჩვევია. ნახევარდაცვაში მოვიკოჭლებდით, ამიტომაც "ბოლონიას" ბევრის უფლება მივეცით.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ როდესაც ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ბურთს ნელა ამოძრავებ, ამით მეტოქეს საქმეს უმარტივებ.

საჩუქრად არავინ არაფერს მოგცემს, ამიტომ თითოეული ქულისათვის ბოლომდე უნდა იბრძოლო. ვფიქრობ, ეს ფრე სკანდალი სულაც არ არის და მუშაობა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა სპალეტიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები