ულრაიხი: "პსჟ-სთან მატჩს სულმოუთმენლად ველი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ულრაიხი: "პსჟ-სთან მატჩს სულმოუთმენლად ველი"


ულრაიხი:

მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა, სვენ ულრაიხმა, პირველი ნომრის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პარი სენ ჟერმენთან" თამაშს სულმოუთმენლად ელის.

"მანუს გამო ყველა ვწუხვართ. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდება. ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

რა თქმა უნდა, მიხარია, რომ სათამაშო პრაქტიკას მივიღებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მანუ ნოიერი ღირსეულად შევცვალო და მისი არყოფნა გუნდს არ დავატყო.

პარიზში გასამართ მატჩს დიდი ინტერესით ველი, ვინაიდან ერთი სული მაქვს როდის შევხვდები მსოფლიო კლასის მოთამაშეებს. თუმცა "ბაიერნიც" მსოფლიო დონის გუნდია, რასაც ვარჯიშებზე მკაფიოდ ვამჩნევ", - აღნიშნა ულრაიხმა.

გერმანული გრანდი "პსჟ-ს" 27 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი სვენ ულრაიხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები