რეალის გოლების სერია შეწყდა, სანტოსის რეკორდი ვერ მოიხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის გოლების სერია შეწყდა, სანტოსის რეკორდი ვერ მოიხსნა


რეალის გოლების სერია შეწყდა, სანტოსის რეკორდი ვერ მოიხსნა

მადრიდის "რეალის" გოლების სერია შეწყდა.

ბოლო 73 შეხვედრიდან "სამეფო კლუბს" აბსოლუტურად ყველა თამაშში ჰქონდა გოლი გატანილი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ სერიას "ბეტისი" შეაჩერებდა, თანაც "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ზინედინ ზიდანს "სანტოსის" რეკორდის მოხსნამდე მხოლოდ ერთი მატჩი დააკლდა.

1962 წელს "სანტოსმა" ზედიზედ 73 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. "რეალი", გასულ კვირას "სოსიედადთან" შეხვედრაში ბრაზილიურ გუნდს გაუთანაბრდა.

"ბერნაბეუ" მზად იყო, რომ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გამხდარიყო, თუმცა "ბეტისმა" ყველაფერი შეცვალა.

ამრიგად, ზედიზედ ყველაზე მეტ შეხვედრაში გატანილი გოლის რეკორდი ორ გუნდს ექნება - "რეალს" და "სანტოსს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები