რეალისთვის 7-ქულიანი სხვაობა არაფერია - სამეფო კლუბს აღმოფხვრა შეუძლია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალისთვის 7-ქულიანი სხვაობა არაფერია - სამეფო კლუბს აღმოფხვრა შეუძლია!


რეალისთვის 7-ქულიანი სხვაობა არაფერია - სამეფო კლუბს აღმოფხვრა შეუძლია!

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო.

5 ტურის შემდეგ, მათ "ბერნაბეუზე" 1 გამარჯვებაც არ აქვთ (2 ფრე, 1 წაგება).

"ბარსელონასთან" სხვაობა უკვე 7 ქულამდე გაიზარდა, თუმცა MARCA წერს, რომ "რეალს" ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია და არგუმენტებიც მოჰყავს.

1. სეზონის სტარტი
სეზონის სტარტმა აჩვენა, რომ "რეალი" შესანიშნავ ფორმაშია და ეს უბრალოდ მცირე ჩავარდნაა. "სამეფო კლუბმა" 2 ტიტული მოიგო. ჯერ "მანჩესტერი" დაამარცხა ევროპის სუპერთასზე, შემდეგ კი "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასზე, თანაც ორივე მატჩში. ცხადია, რომ გუნდი იდეალურად გამოიყურება და შეუძლია იმ ფორმაში დაბრუნება.

2. მიჯრით მოგება
2015-2016 წლების სეზონში ზიდანის "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგო, გასულ სეზონში, ბოლოს კი ზედიზედ 6. "სამეფო კლუბს" ჩვევია ხოლმე ჩავარდნები, თუმცა შემდეგ ერთბაშად, მიჯრით საკმაოდ ბევრ შეხვედრას იგებს. MARCA ფიქრობს, რომ ზიდანს ახლაც შეუძლია მსგავსი სერიის დაჭერა.

3. 12 ქულიდან 1 ქულამდე
2015-2016 წლების ლა ლიგის სეზონის 26-ე ტურისთვის "ბარსელონა" "რეალს" 12 ქულით ასწრებდა, თუმცა ბოლოს მხოლოდ 1 ქულით გაასწრო. "სამეფო კლუბმა" 11-ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. ცხადია, რომ ზიდანს ახლაც შეუძლია მსგავსი რამის გაკეთება.

4. პირველი კლასიკო
პირველი კლასიკო დეკემბრის ბოლოს "ბერნაბეუზე" იმართება. ეს "რეალისთვის" კარგი შანსი იქნება იმისთვის, რომ "ბარსელონასთან" სხვაობა შეამციროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები