დი ფრანჩესკო: "ხალხს ჩემი სჯერა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ფრანჩესკო: "ხალხს ჩემი სჯერა"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, "უდინეზესთან" დღევანდელი გამარჯვება (3:1) შეაფასა.

"გამარჯვების გარდა ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ ხალხს ნელ-ნელა სჯერა ჩემი და ჩემი იდეების. დღეს ჩემი გუნდის შესრულებით იდეალური გადაადგილება ვიხილე.

სამარცხვინო გოლი გავუშვით და თავადაც უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ არაუშავს, სამუშაო კიდევ ბევრია. საბოლოო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

ჯერ ვერდიქტის გამოტანა ნაადრევია, რადგან გუნდს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და მონდომება სჭირდება იმისათვის, რომ ჩემი მოთხოვნები შეასრულოს.

ელ შაარავი ჩემი სისტემისთვის იდეალური თავდამსხმელია. ჯეკო და ნაინგოლანი კი "რომას" მომაძრავებელი ძალაა", - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები