ეფენბერგი: "ბაიერნის შესრულებით ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეფენბერგი: "ბაიერნის შესრულებით ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს"


ეფენბერგი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, შტეფან ეფენბერგმა, გერმანული გრანდი "ვოლფსბურგთან" თამაშის შემდეგ გააკრიტიკა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც "ბაიერნთან" დაკავშირებით მახსოვს. ეს უბრალოდ სენსაციურია!", - აღნიშნა გაბრაზებულმა გერმანელმა.

ბუნდესლიგის მე-6 ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი მიიღო და მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა, საბოლოოდ მხოლოდ ფრეს (2:2) დასჯერდა.

"ბაიერნმა" 2011 წლის შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო და 6 ტურის შედეგად 13 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი შტეფან ეფენბერგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები