ბაიერნს ალაბა დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნს ალაბა დაუბრუნდა


ბაიერნს ალაბა დაუბრუნდა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა.

"რეკორდმაისტერის" პრესსამსახური იტყობინება, რომ ალაბა დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩნდა და თანაგუნდელებთან ერთად მთელი დატვირთვით იმუშავა.

25 წლის ავსტრიელმა ტერფის დაზიანება სექტემბრის დასაწყისში, ეროვნული ნაკრების ბანაკში ყოფნისას, მიიღო და მას შემდეგ რამდენიმე კვირა გამოტოვა. ახლა კი, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელდა.

ალაბა, დიდი ალბათობით, "პსჟ-სთან" მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება, რომელიც 27 სექტემბერს პარიზში გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი დავიდ ალაბა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები