ალბა: "მას შემდეგ, რაც ვალვერდე ბარსელონაში მოვიდა, იდეალური გუნდი დააყენა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალბა: "მას შემდეგ, რაც ვალვერდე ბარსელონაში მოვიდა, იდეალური გუნდი დააყენა"


ალბა:

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხორდი ალბამ, თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც ვალვერდე ბარსელონაში მოვიდა, მან იდეალური შემადგენლობა დააყენა და ეს შედეგებზეც კარგად აისახება.

ვიცი, რომ სეზონი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ფაქტია, ბარსელონა კარგ ფორმაშია და იმედია, ბოლომდე ასე ვიქნებით", - აცხადებს ალბა.

6 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 18 ქულა აქვს და ლა ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები