მილიკმა მუხლის დაზიანება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილიკმა მუხლის დაზიანება მიიღო


მილიკმა მუხლის დაზიანება მიიღო

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში, "სპალთან" გასვლით შეხვედრაში, "ნაპოლის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა, მუხლის დაზიანება მიიღო.

"ხვალ სიტუაციას უფრო დეტალურად დავაკვირდებით, მაგრამ ახლავე ჩანს, რომ ეს ის მუხლი არ არის, რომელზეც მილიკს აქამდე ჰქონდა პრობლემები", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა, მაურიციო სარიმ.

"ცისფრების" პოლონელმა ფორვარდმა მინდორი 70-ე წუთზე დატოვა და ჯერჯერობით უცნობია რაოდენ სერიოზულია მისი ტრავმა.

გასული სეზონის მსვლელობისას მილიკმა მარცხენა მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და 4 თვის გამოტოვება მოუწია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი არკადიუშ მილიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები