ვაცკე: "პსჟ-ში უეფას ჯარიმებზე იცინიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვაცკე: "პსჟ-ში უეფას ჯარიმებზე იცინიან"


ვაცკე:

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოახიმ ვაცკე, უეფას მოუწოდებს, რომ ფინანსური ფეირ-ფლეის დარღვევის შემთხვევაში კლუბები ფულადი ჯარიმით არ დასაჯოს.

"არ ვიცი უეფამ როგორ უნდა შეუშალოს ხელი ამ სიგიჟეს. თუმცა ეს უეფას საქმეა და ვფიქრობ, მათ შესაბამისი დონის კვალიფიციური იურისტების აყვანა შეუძლიათ.

თუმცა ჩემი აზრით მათ კლუბები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააჯარიმონ ფულით. "პსჟ-ს" ასეთი სახით დასჯა - სრული სისულელეა. ისინი ამაზე კატარში იცინიან.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ქულების დაკლება იქნება. ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდება", - განაცხადა ვაცკემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსიაპსჟ ვაცკე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები