Goal.Ge

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა


იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა

საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ საინტერესო სტატიას ტურინის "იუვენტუსის" გარემარბზე, ფედერიკო ბერნარდესკიზე, რომელიც ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინულ კლუბში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ბერნარდესკის ჯერჯერობით ტურინული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ დაუმკვიდრებია. მეტსაც გეტყვით, ფეხბურთელი, რომელშიც 40 მილიონი ევროა გადახდილი, ჯერჯერობით სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის.

სეზონის დაწყებამდე ტურინული კლუბის ინტერესთა სფეროში ბალდე კეიტა და შიკი შედიოდნენ, თუმცა იტალიელებმა ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ მოთამაშესთან შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს. საბოლოო ჯამში, მათ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ იმედისმომცემი შემტევი, ბერნარდესკი ჩაიგდეს ხელში, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელს, ეს უკვე სხვა საკითხია.

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა

ბერნარდესკის ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ დაუწყია ძირითადი შემადგენლობიდან. ის შეცვლიდან 4 მატჩში ჩაერთო, თუმცა საერთო ჯამში სულ მხოლოდ და მხოლოდ 55 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა.

გასულ წლებში ბერნარდესკიმ წარმოუდგენლად დიდი პროგრესი განიცადა. "ფიორენტინაში" ასპარეზობის დროს ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და გუნდის შემტევი ხაზის ერთ-ერთ მთავარ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ბერნარდესკიმ თვისი ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოახერხა და მიიპყრო ისეთი კლუბების ყურადღება, როგორებიც იგივე კატალონიური "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" არიან.

ბერნარდესკის სტატისტიკა "ფიორენტინაში" შემდეგნაირი იყო - 27 თამაში, 11 გოლი და 5 ასისტი. უდავოა, რომ ეს შემტევი ნახევარმცველისთვის კარგი სტატისტიკაა. ბერნარდესკის შემტევ პოტენციალთან ერთად, საკმაოდ კარგი დაცვითი უნარებიც აქვს, რაც გასულ სეზონშიც არა ერთხელ გამოჩნდა. იყო რამდენიმე შეხვედრა, როცა ბერნარდესკიმ მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა.

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა

იტალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში იმდენად დიდ პროგრესს მიაღწია, რომ მოგვიანებით იტალიის ეროვნული ნაკრებისგანაც კი მიიღო მიწვევა. მან ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც ბერნარდესკის ამ სეზონში აქვს, ეს პასების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელია. 95% - სწორედ ასეთი სიზუსტით აკეთებს ბერნარდესკი გადაცემებს ტურინულ კლუბში. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი რატომღაც თვლის, რომ იტალიელი შემტევისთვის თითოეულ თამაშში 10-20 წუთზე მეტი არ უნდა გამოყოს.

მთავარი პლუსი, რომელიც ბერნარდესკის აქვს, ეს სისწრაფე და ტექნიკაა. მას თავისუფლად შეუძლია, რომ ერთდროულად რამდენიმე მეტოქე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოძრაობით მოატყუოს. მას აქვს კარგი მოედნის ხედვაც, რაც ასისტების რაოდენობაზეც აისახება. ბერნარდესკის უდავოდ აქვს იმის პოტენციალი, რომ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი და დუგლას კოშტასთან ერთად, ბრწყინვალე შემტევი ტანდემი ჩამოაყალიბოს, თუმცა მას ამისათვის სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. საინტერესოა, თუ როდის მიიღებს იტალიელი მოთამაშე ალეგრისგან სათამაშო პრაქტიკას და თავის გამოჩენის შანსს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ამ სეზონის მიმდინარეობისას მოხდება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როგორ გამოიყურება თელავის ახალი სარაგბო სტადიონი? [ფოტო]

თელავის ახალი სარაგბო ბაზის ფოტოკოლაჟი

გუშინ, 23:54

მოურინიო ლივერპულზე: "ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია"

გუნდი ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო, თუმცა ორივე წააგო.

გუშინ, 22:47

სტემფორდ ბრიჯის ტრიბუნებს დახურვა ემუქრება

1 კვირით ადრე, "არისტოკრატთა" ქომაგები რასიზმის გამო, რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ დასაჯეს.

გუშინ, 22:42

კლოპმა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

კვირას 20:00 საათზე, პრემიერ ლიგის მატჩში მერსისაიდელები "მანჩესტერს" უმასპინძლებენ.

გუშინ, 22:38

ვან დეიკი: "მანჩესტერის არ გვეშინია"

კვირას 20:00 საათზე, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

გუშინ, 22:34

3 გოლი 2 მატჩში - მერებაშვილმა პოლონეთში კვლავ გაიტანა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ერთმანეთს "ვისლა პლოკი" და "ვისლა" უპირისპირდებიან.

გუშინ, 22:34

მილანი 12 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

"მილანი" ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძლიერდა, რის გამოც მათ ფეირ პლეის წესები დაარღვიეს.

გუშინ, 22:23

სოლარი: "0:3 ცსკასთან? ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ"

შაბათს, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მატჩში "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

გუშინ, 22:19

კამპ ნოუდან ფიგუს ბანერის ჩამოხსნას ითხოვენ

ლუიშ ფიგუს "ბარსელონაში" საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, თუმცა 2000 წელს მან კატალონია დატოვა და მოსისხლე მტერ გუნდს, "რეალს" შეუერთდა.

გუშინ, 22:16

რეალი ისკოს გაყიდვას გეგმავს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ კლუბი ისკოს გაყიდვას გეგმავს.

გუშინ, 22:13

ლაპორტი: "დეშამს პრობლემა აქვს და ნაკრებში არ მიძახებს"

ეიმერიკ ლაპორტი გასულ წელს "ბილბაოდან" "სიტიში" გადავიდა და საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს, თუმცა ის საფრანგეთის ნაკრებში ერთხელაც არ გამოუძახებიათ.

გუშინ, 22:10

დენის სუარესის დამატება 3 კლუბს სურს

სუარესი, 2016 წელს ესპანეთის ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გუშინ, 22:06

რონალდუ 2-წლიან პატიმრობას დათანხმდა

უახლოეს პერიოდში, კრიშტიანუ რონალდუს საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.

გუშინ, 22:03

რატომ დაავიწყდათ კულიბაში აფრიკაში?

2018 წელს კულიბალი "ნაპოლის", სერია ა-ში მე-2 პოზიციის დაკავებაში დაეხმარა, შემდეგ კი სენეგალის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა.

გუშინ, 21:59

"პოგბას წასასვლელად ყველაფერი მზად არის", - მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი

"იუნაიტედმა" ფრანგი 2016 წელს დაიბრუნა, თუმცა ჟოზე მოურინიოსთან მას ცუდი ურთიერთობა აქვს და ტრანსფერს ვარაუდობენ.

გუშინ, 21:56

მილანის პრეზიდენტს 10 000 ევრო ავტომობილიდან ამოაცალეს

ქალაქ მილანში, საფეხბურთო კლუბი "მილანის" პრეზიდენტი დააყაჩაღეს.

გუშინ, 21:52

რომელი ქვეყნიდან რამდენი გუნდია ლიგის 1/8 ფინალში?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ 1/8 ფინალებია.

გუშინ, 21:48

ევროპა ლიგის 1/16 ფინალისთვის 32-ვე გუნდი ცნობილია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 1/16 ფინალისთვის 32-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია.

გუშინ, 21:43

ბარსელონამ დემბელეს მობილურის გამოყენება აუკრძალა

ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშებზე ხშირად აგვიანებს და ბოლოს მსგავსი შემთხვევა შაბათს მოხდა, რის გამოც კლუბმა ის 100 000 ევროთი დააჯარიმა.

გუშინ, 21:40

კურიოზი გურიაში: შუა თამაშისას, გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და მსაჯს წითელი უჩვენა

საქართველოს მეორე ლიგის პლეი-ოფის მატჩი "ბახმაროსა" და "ცხინვალს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

გუშინ, 21:37

"ბარსელონას თუ ვუნდივარ, მომიწევს მესის ქომაგი გავხდე", - ინტერვიუ ჩაკვეტაძესთან და მის მშობლებთან

ბელგიური პრესა "გენტის" ქართველ ტალანტს, გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელ სტატიას უძღ​ვნის, ჩაკვეტაძის და მისი მშობლების ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

გუშინ, 20:16

Google - წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენები

მსოფლიო საძიებო სისტემა "Google-მა" დღეს 2018 წელი შეაჯამა და გამოავლინა ყველაზე "ძიებადი" ადამიანები, მათ შორის სპორტის სფეროში.

გუშინ, 20:09

ვინ გახდება წლის საუკეთესო აფრიკელი მოთამაშე? კანდიდატები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა 10 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც აფრიკის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

გუშინ, 19:54

კლოპი: "პოგბა მსოფლიო დონის მოთამაშეა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:45

რატომ აღარ თამაშობს ჰუმელსი? კოვაჩმა განმარტება გააკეთა

მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, მატს ჰუმელსის მდგომარეობა განიხილა.

გუშინ, 19:42

ფაბრეგასმა ყველაფერი განმარტა: "გუნდში საკუთარი როლი არ მომწონს"

ლონდონის "ჩელსის" გამოცდილმა ცენტრმა, სესკ ფაბრეგასმა, საკუთარ მდგომარეობას ნათელი მოჰფინა.

გუშინ, 19:40

ოფიციალურად: სიტი ზამთარში არავის დაიმატებს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაანონსა, რომ კლუბი იანვარში სატრანსფერო ბაზარზე არ იმუშავებს.

გუშინ, 19:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები