Goal.Ge

მოურინიომ იოზილს დაუმიზნა. იდეალური წერტილი, იდეალური გუნდის შესაქმნელად?


მოურინიომ იოზილს დაუმიზნა. იდეალური წერტილი, იდეალური გუნდის შესაქმნელად?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც უცხოური გავლენიანი პრესა ლონდონის "არსენალის" გერმანელ ვარსკვლავს, მესუტ იოზილს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აკავშირებს.

მთელი რიგი გამოცემები წერენ, რომ მესუტ იოზილის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი პირადად ჟოზე მოურინიოა. პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

იოზილი, თავის მხრივ, "არსენალში" არსებული სიტუაციით კმაყოფილი არ არის. მას მეტი ტიტულის მოგება და ევროტურნირებზე რეგულარული თამაში სურს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის "არსენალთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.

იოზილს "არსენალთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, ასე რომ, "მეთოფეები" ახალი ხელშეკრულების ვერ გაფორმების შემთხვევაში, გერმანელ ვარსკვლავს  ფინანსური მოგების მიღების მიზნით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდიან.

მოურინიომ იოზილს დაუმიზნა. იდეალური წერტილი, იდეალური გუნდის შესაქმნელად?

დროებით იოზილის ლონდონური კარიერა განვიხილოთ. სანამ გერმანელი ვარსკვლავი "არსენალს" მიაშურებდა, ის მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და ძირითად შემადგენლობაშიც, რა თქმა უნდა, რეგულარულად თამაშობდა. თუმცა, "რეალში" ხამეს როდრიგესის, ტონი კროოსის და ბევრი სხვა ნახევარმცველის მისვლის შემდეგ, მისი "რეალში" ყოფნა საჭირო აღარ აღმოჩნდა და გერმანელ მოთამაშეს კლუბის გამოცვლა მოუწია. "არსენალის" გარდა, იოზილს შემოთავაზებები ჰქონდა როგორც სერია ა-დან, ისევე ბუნდესლიგიდან, თუმცა გერმანელმა მოთამაშემ საკუთარი არჩევანი მაინც პრემიერ ლიგაზე შეაჩერა.

"არსენალში" გადასვლისთანავე, იოზილი გუნდის უპირობო ლიდერად იქცა და საწყის ტურებში მართლაც ბრწყინვალედ ასპარეზობდა. იოზილის მთავარი პრობლემა ყოველთვის სტაბილურობა იყო. გერმანელი მოთამაშე მთელ რიგ თამაშებს უმაღლეს დონეზე ატარებდა, თუმცა ამის შემდეგ იყო მატჩები, როცა ის გუნდისთვის არც ისე მომგებიანი იყო.

მოურინიომ იოზილს დაუმიზნა. იდეალური წერტილი, იდეალური გუნდის შესაქმნელად?

რთულ მომენტებში, როცა სწორედ ლიდერს უნდა აეღო პასუხისმგებლობა და გუნდის წარმატებისთვის ეზრუნა, იოზილი ყოველთვის ჩრდილში იყო. ყოველწლიურად ასე ხდებოდა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე პრემიერ ლიგაში. ლონდონელებს გასულ წლებში პრემიერ ლიგის მოგების შანსი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა სტაბილურობა არ ჰყოფნიდათ. ძლიერ გუნდებთან ასპარეზობისას კი, გუნდის ლიდერი (ამ შემთხვევაში იოზილი) საკუთარ თავზე თამაშის აღებას და თამაშის ბედის გადაწყვეტას ვერ ახერხებდა.

ასე გრძელდება უკვე მე-4 წელია და იოზილიც ერთ ადგილზე დგას. მისი კარიერული პროგრესი სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მას რეგრესიც დაეტყოს. მიმდინარე სეზონში მესუტ იოზილმა "არსენალის" მაისური 4 მატჩში მოირგო და თავის გამოჩენა ვერც გატანილი გოლით და ვერც საგოლე გადაცემით მოახერხა.

რაც შეეხება "მანჩესტერში" არსებულ სიტუაციას და იოზილის საჭიროებას, მოურინიოს გუნდში უკვე რამდენიმე სუპერვარსკვლავი ჰყავს. იგივე ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ არიან ის მოთამაშეები, რომლებსაც თამაშს ბედის გადაწყვეტა მარტოებს შეუძლიათ. ახლა მათ სჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც თავისი მოედნის ხედვით, პასის კულტურით და უზადო ტექნიკით, სანიმუშო ტანდემს ჩამოაყალიბებს. გუნდში ჯერჯერობით ამ ფუნქციას ხან ხუან მატა, ხნ კი - ჰენრიკ მხითარიანი ითავსებს ხოლმე, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე მატჩია ფლანგზეა გადაწეული და იქიდან ამწვავებს თამაშს. რაც შეეხება ხუან მატას, ის არასდროს იყო მოურინიოს ფავორიტი ფეხბურთელი და ეს მისი "ჩელსიში" მუშაობის დროსაც ნათლად გამოჩნდა.

ის, რაც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ ხაზს აკლია, არის იდეალური გადაცემა, რომლის განხორციელებაც მესუტ იოზილზე კარგად მსოფლიოში არც ისე ბევრმა ფეხბურთელმა იცის. ის ფაქტი, რომ იოზილი პრესინგში კარგი არ არის, "მანჩესტერისთვის" პრობლემა არ იქნება, რადგან პოლ პოგბა და ნემანია მატიჩი ამ პრობლემას ყოველგვარი პრობლემის გარეშე აღმოფხვრიან. 

ამგვარად, მოურინიოს ჩანაფიქრი ნამდვილად საინტერესოა, მას შეუძლია რომ თავისი ე.წ ტრანსფერების სერია მესუტ იოზილის ყიდვით დაასრულოს და იდეალური გუნდის შენებას იდეალური წერტილი დაუსვას.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

MARCA: ბარსელონას გარდა, ჩაკვეტაძის დამატება კიდევ 4 კლუბს სურს

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით "ბარსელონას" გარდა კიდევ 4 გუნდია დაინტერესებული.

დღეს, 04:39

ვერონი: "იუნაიტედმა ფერგიუსონის შემდეგ მწვრთნელი ვერ იპოვნა, რითიც სიტიმ კარგად ისარგებლა"

ხუან სებასტიან ვერონმა ყოფილ გუნდზე, "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა, სადაც ის 2001-2003 წლებში გამოდიოდა.

დღეს, 04:39

მორიგი პრობლემა მოურინიოს - ლუკაკუმ ტრავმა მიიღო

რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა მან ვერც ისლანდიასთან ითამაშა და ვერც შვეიცარიასთან ვერ ითამაშებს.

დღეს, 04:34

რამდენ მილიონს იხდიდა ბაიერნი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ და რატომ ჩაიშლა ტრანსფერი? - MARCA

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

დღეს, 04:27

ნეიმარმა მის მომავალზე შეკითხვას არ უპასუხა

ამხანაგურ მატჩში, ბრაზილიამ ურუგვაი 1:0 დაამარცხა, სადაც გოლი ნეიმარმა გაიტანა.

დღეს, 04:20

ნეიმარი: "სუარესი ფენომენალურია"

ლონდონში, ამხანაგურ მატჩში, ბრაზილიამ ურუგვაი ნეიმარის გოლის წყალობით დაამარცხა.

დღეს, 04:18

რომელ შეხვედრებს გამოტოვებს რაკიტიჩი?

ივან რაკიტიჩმა ხორვატიის ნაკრებში ტრავმა მიიღო, რის გამოც ის დაახლოებით 2 კვირა იუქმებს.

დღეს, 04:09

ლუის ენრიკე: "დე ხეა? გოლის გაშვებაში დამნაშავე 11 კაცია"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დავიდ დე ხეას კრიტიკაზე ისაუბრა.

დღეს, 04:06

"ისინი იდიოტები არიან", - ბონუჩი [სან სიროზე მტრები არ უყვართ]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, იტალიის ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები მიიღო და დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 04:02

ფოტო: პოგბა მესის შეხვდა და ტრანსფერზე საუბარი გაღვივდა

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებისგან დროებით ისვენებს, პოლ პოგბას კი ტრავმა აქვს და ისიც ისვენებს.

დღეს, 03:57

მთავარი ფავორიტი იუვენტუსია - Calciomercato

იტალიური გამოცემა Calciomercato წერს, რომ სანჩოს დამატებისთვის მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია".

დღეს, 03:54

იუვენტუსი ალბას სიტუაციას დეტალურად აკვირდება - Corriere dello Sport

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ "იუვენტუსი" ხორდი ალბას სიტუაციას აკვირდება და საჭირო მომენტს ელოდება, რათა შეთავაზება გააკეთოს.

დღეს, 03:51

რივერ პლეიტის პრეზიდენტმა პალასიოს რეალში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

"რივერ პლეიტის" პრეზიდენტმა როდოლფო დონოფრიომ ესეკილ პალასიოს "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 03:48

ჩიჩარიტოს ხელფასის გამო, ვესტ ჰემში არეულობაა

ბრიტანული გამოცემა GOAL.COM წერს, რომ ხავიერ ერნანდესის ანაზღაურების გამო, "ვესტ ჰემში" მცირე დაძაბულობაა.

დღეს, 03:44

პსჟ-ს მანჩესტერის მცველი სურს - Daily Mail

Daily Mail წერს, რომ ტრანსფერით "არსენალი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.

დღეს, 03:41

ბროზოვიჩის აგენტმა მანჩესტერს ფეხბურთელის ფასი დაუსახელა

მარსელო ბროზოვიჩის აგენტმა, მიროსლავ ბიკანიჩმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 03:39

ბარსელონას ნომერ პირველი სამიზნე ზაფხულში - Sport

კატალონიურ გუნდს 19 წლის მცველის დამატება 2018 წელსაც სურდა, თუმცა მათ საკმარისი თანხა არ გადაიხადეს.

დღეს, 03:35

მიტროვიჩის კურიოზული პანენკა - სერბმა პენალტი კარს გადააცილა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, სერბეთის ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრები 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:32

რამოსის რეაქცია, როდესაც მისი ცხენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა [VIDEO]

SICAB გრანდ ფინალში, რომელიც ქალაქ სევილიაში გაიმართა, სერხიო რამოსის ცხენიც მონაწილეობდა.

დღეს, 03:23

ევრო 2020-ის ნარინჯისფერი ფავორიტი - როგორ დაბრუნდა ჰოლანდია დიდ თამაშში?

სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრებმა იხილეს საუკეთესო ჰოლანდიის ნაკრები 21-ე საუკუნეში.

დღეს, 03:22

ასე აჭამეს მესის კერძი დუბაიში, იქვე პოგბაც იყო [VIDEO]

სანაკრებო პაუზის დროს, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებისგან დროებით თავისუფალია და ის ისვენებს.

დღეს, 03:19

საქართველო ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს 4 რეგიონში გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

დღეს, 01:43

პორტუგალია ჯგუფიდან გავიდა, ფრე იტალიასთან [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, პორტუგალია მილანში იტალიას ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:41

ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავი ანდორასთანაც გამოიჩინა და ყაზახეთთან მატჩისთვის ემზადება.

დღეს, 01:38

ირლანდიამ ახალი ზელანდია დაამარცხა! [VIDEO]

ირლანდიამ "ოლ ბლექსს" სძლია

დღეს, 01:31

საქართველოს ნაკრებს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

წლის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 01:30

გადამყიდველები - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა "დინამო არენა" ვერ გაივსოს

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს ნაკრებებს შორის, "დინამო არენაზე", 19 ნოემბერს შედგება.

დღეს, 01:01

მილტონ ჰეიგი: "ასეთი ახალგაზრდული გუნდით მოგება განსაკუთრებით სასიხარულოა"

საქართველოსა და სამოას მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 27:19 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

გუშინ, 21:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები