რამოსი: "გინდა თუ არ გინდა უნდა შეეგუო, ყოველ სამ დღეში ერთხელ მატჩია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსი: "გინდა თუ არ გინდა უნდა შეეგუო, ყოველ სამ დღეში ერთხელ მატჩია"


რამოსი:

ჩემპიონტა ლიგის მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

"დორტმუნდმა" "რეალს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

"ყოველ სამ დღეში ერთხელ შეხვედრის ჩატარება გვიწევს, გვინდა თუ არ გვინდა, ამას უნდა შევეგუოთ.

გვინდოდა, რომ დღეს პუბლიკისთვის საუკეთესო "რეალის" სახე გვეჩვენებინა და მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ.

დაცვაში თამაში რთული იყო, რადგან უნდა გაგვეჩერებინა გუნდი, რომელსაც უსწრაფესი შეტევა ჰყავს და ყოველ წამს შეუძლია ხიფათის შექმნა.

ვიცოდით, რა ფეხბურთი დაგვეპირისპირებინა "დორტმუნდისთვის" და ისინი ამოვკეტეთ", - განაცხადა რამოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები