ტრამპი ამერიკელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტრამპი ამერიკელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება


ტრამპი ამერიკელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა და მათ ნაბიჭვრები უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ისინი რასიზმში ადანაშაულებენ და პროტესტს ჰიმნის დროს, ფეხზე არ ადგომით გამოხატავენ.

ტრამპს არ მოეწონა ეს ფაქტი და მათ საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა და გუნდის მფლობელებს მათი გაშვებისკენ მოუწოდა.

ტრამპის კომენტარს კიდევ უფრო უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და კიდევ უფრო მეტი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე შუერთდა პროტესტს. ამჯერად ისინი, ამერიკის ჰიმნის დროს მუხლებზე დგებიან.

დონალდს ესეც არ მოეწონა და საფეხბურთო ლიგას მათი დისკვალიფიკაციისკენ მოუწოდა: "NFL-ს აქვს თავისი წესები და რეგულაციები. ერთადერთი გზა ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის დროს ავკრძალოთ მოთამაშეების მუხლებზე დგომა!"

ტრამპმა ამით ასოციაციას მოუწოდა, რომ რაიმე სადამსჯელო სახის კანონი აამოქმედოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები