დორტმუნდის მწვრთნელი: "პენალტი დასადები იყო, მაგრამ დამსახურებულად დავმარცხდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდის მწვრთნელი: "პენალტი დასადები იყო, მაგრამ დამსახურებულად დავმარცხდით"


დორტმუნდის მწვრთნელი:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რეალთან" (1:3) წაგებული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს მატჩის მიმდინარეობისას ყოველთვის ერთი ნაბიჯით აგვიანდებოდა.

გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, მადრიდელთა საჯარიმოში სერხიო რამოსის ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.

"თერთმეტი ფეხბურთელით ვიცავთ თავს და ვუტევთ, ასე რომ მხოლოდ მცველების დადანაშაულება არ შეიძლება", - ციტირებს ბოშის სიტყვებს Goal.

"ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც პრაქტიკულად არ შემცდარა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით გვაგვიანდებდა. უკეთესად უნდა დავიცვათ თავი".

"როცა პრესინგი არ გამოგდის, რთულია ასეთი მაღალი დონის გუნდთან თამაში. ამის გაანალიზებაა საჭირო".

"პირველ ტაიმში რამოსის ხელით თამაშის გამო პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა დამსახურებულად დავმარცხდით", - დაამატა გერმანელთა თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები