მანჩესტერ სიტის მენდი რამდენიმე თვით გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტის მენდი რამდენიმე თვით გამოაკლდა


მანჩესტერ სიტის მენდი რამდენიმე თვით გამოაკლდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მცველმა, ბენჟამენ მენდიმ მუხლის ტრავმის გამო შეიძლება რამდენიმე თვე იუქმოს.

ცნობისთვის, ფრანგი ინგლისურ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მონაკოდან" გადავიდა.

"როგორც ჩანს, მენდის აღდგენითი პროცესები უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე თავდაპირველად ვივარაუდეთ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს L'Equipe.

"მოცდაა საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე გვსურდა".

"ახალი მარცხენა მცველი? ვნახოთ, რა იქნება იანვარში. დანილოს, ფელფსა და ფერნანდინიოს შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში", - დაამატა ესპანელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები