ემერი: "ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც უკვე წლებია მაღ​ალ საფეხურზე დგას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი: "ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც უკვე წლებია მაღ​ალ საფეხურზე დგას"


ემერი:

"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი იუნაი ემერი თავისი გუნდის თამაშის კმაყოფილია. პარიზელებმა შინ "ბაიერნი" 3:0 დაამარცხეს.

"სელტიკთან გამართულ შეხვედრაშივე გამოჩნდა, რომ პსჟ ამ ჯგუფის ფავორიტი იყო და ეს მოსაზრება ბაიერნთანაც გამყარდა.

ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელიც უკვე წლებია მაღ​ალ საფეხურზე დგას და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ახლა კი დროა მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობ, რომელიც უკვე საფრანგეთის ჩემპიონატში გვაქვს.

მბაპე ყოველ მატჩში პროგრესირებს, რაც ჩვენთვის კარგია. მისი სახით პსჟ-ს უდიდესი ტალანტი ჰყავს, რომელიც საკუთარ პროგრესთან ერთად, გუნდის პროგრესსაც უწყობს ხელს", - აცხადებს ემერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები