არეოლა: "ბაიერნთან მატჩის დროს არც ისე ბევრი საქმე მქონდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არეოლა: "ბაიერნთან მატჩის დროს არც ისე ბევრი საქმე მქონდა"


არეოლა:

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" გოლკიპერი, არეოლა მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. ჩვენ მშვენიერი გუნდური თამაში ვაჩვენეთ და მთელ რიგ ეპიზოდებში მეტოქეს ვაჯობეთ.

თამაშის მიმდინარეობისას არც ისე ბევრი საქმე მქონდა. მეტოქე დაცვაში კარგა იდგა, თუმცა ჩვენ იმდენად ნიჭიერი შემტევი ხაზი გვყავს, რომ მათ სიტუაციის შეცვლა სწრაფადვე შეძლეს", - განაცხადა არეოლამ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" "ბაიერნი" საკმაოდ ადვილად, ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები