იგუაინი: "კრიტიკა არ მაწუხებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგუაინი: "კრიტიკა არ მაწუხებს"


იგუაინი:

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ოლიმპიაკოსთან" (2:0) გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არგენტინელმა აღნიშნა, რომ კრიტიკა არ აწუხებს.

"თავს ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობდი. ევროპაში 10 წელიწადზე მეტია ვთამაშობ და ყოველთვის ბევრს ვიტანდი", - ციტირებს იგუაინის სიტყვებს Mediaset Premium.

"შენი სამუშაოს ჩუმად შესრულებაა საჭირო. კრიტიკა და შეურაცხყოფა არ მაწუხებს. ჩემი თავის მჯერა".

"ბევრის დასახელება შემიძლია, თუმცა ჩემთვის იმ ადამიანებს აქვთ მნიშვნელობა, რომლებიც ჩემთან დარჩნენ. კრიტიკიდან ქებამდე ერთი ნაბიჯია. თუმცა მთავარი ცივი გონებაა", - დასძინა გონსალომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები