ნეიმარი: "მბაპე ოქროს ბურთს მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "მბაპე ოქროს ბურთს მოიგებს"


ნეიმარი:

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, მიიჩნევს რომ კილიან მბაპე უახლოეს მომავალში მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშე გახდება.

"მბაპე მინდორზე ისე სანახაობრივად და სრულყოფილად მოქმედებს, რომ 30 წლის გეგონება. ის ნებისმიერი მცველისთვის ნამდვილი თავისტკივილია.

ვფიქრობ, რომ მას ოქროს ბურთის მოგება ახლაც შეუძლია და ამ ჯილდოს ოდესღაც აუცილებლად მოიპოვებს", - განაცხადა ნეიმარმა.

18 წლის ფრანგი თავდამსხმელი პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს "მონაკოდან" შეუერთდა და "პსჟ-ს" რიგებში ნეიმართან ერთად დიდებულად ათამაშდა.

კილიან მბაპემ პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 5 ოფიციალურ თამაშში უკვე ორი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი კილიან მბაპე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები