ფილიპე ლუისმა ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფილიპე ლუისმა ტრავმა მიიღო


ფილიპე ლუისმა ტრავმა მიიღო

"ატლეტიკოს" მცველმა, ფილიპე ლუისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ჩელსისთან" (1:2) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ბრაზილიელს მუხლქვეშა მყესის დაზიანება აღენიშნება.

უახლოეს პერიოდში მარცხენა მცველი სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს და დადგინდება, თუ რა პერიოდს გასტანს აღდგენითი პროცესები.

ცნობისთვის, "ჩელსისთან" ფილიპე ლუისმა მთლიანი მატჩი ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები