ჰოინესი: "ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლა ამ გუნდის 5 ფეხბურთელს სურდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰოინესი: "ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლა ამ გუნდის 5 ფეხბურთელს სურდა"


ჰოინესი:

"პსჟ"-სთან განცდილი მარცხის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰოინესმაც გააკეთა.

"კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლა ბაიერნის 5 ფეხბურთელს სურდა და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაგვედგა", - აცხადებს ჰოინესი.

ჯერჯერობით, ანჩელოტის შემცვლელის ვინაობა საბოლოოდ ცნობილი არ არის. დროებით, მას თავისი უკვე ყოფილი ასისტენტი, სანიოლი ჩაანაცვლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები