ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა.

ფორვარდი ამსტერდამის აეროპორტში ტაქსით მიემართებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 29 წლის სამხრეთამერიკელს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც ინგლისურ კლუბში იუწყებიან, ფეხბურთელი ჰოლანდიის დედაქალაქს უქმეებზე ეწვია.

აგუეროს დაზიანების ხასიათსა და აღდგენითი პროცესების ვადებზე ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, როცა სერხიო ინგლისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იხილეთ ფოტოები

ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება
ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება
ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება
ფოტოები: ტაქსის მძღოლმა აგუერო ავტოავარიაში მოაყოლა, სერხიოს მოტეხილობა აღენიშნება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები