ანჩელოტის მუშაობის გაგრძელება ინგლისში უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტის მუშაობის გაგრძელება ინგლისში უნდა


ანჩელოტის მუშაობის გაგრძელება ინგლისში უნდა

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულ კარლო ანჩელოტის ინგლისში დაბრუნება უნდა, იტყობინება The Telegraph.

58 წლის სპეციალისტი მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურებისა და ბუნდესლიგაში წარუმატებელი სტარტის გამო გაუშვეს.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ანჩელოტისადმი ინტერესს "მილანი" იჩენს, თუმცა თავად სპეციალისტს ინგლისში გადაბარგება სურს.

აქამდე, პრემიერ ლიგაში მისით "ვესტ ჰემი" ინტერესდებოდა. გაიჟღერა ასევე "არსენალის" სახელმაც, თუმცა "მეთოფეებმა" მოგეხსენებათ არსენ ვენგერს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები