პიანიჩი 1 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიანიჩი 1 თვეს გამოტოვებს


პიანიჩი 1 თვეს გამოტოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, ერთი თვით იუქმებს.

27 წლის ბოსნიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის, შინ "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ (2:0), წინ ბარძაყის დაზიანება მიიღო.

ბოსნიის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის მთავარი ექიმის განცხადებით, პიანიჩს მუხლის ზედა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და 3-4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

პიანიჩმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საწყის 6 ტურში 1 გატანილ გოლთან ერთად 6 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მირალემ პიანიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები