კონტე: "გვარდიოლა საუკეთესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "გვარდიოლა საუკეთესოა"


კონტე:

პრემიერ ლიგის მატჩის წინ ანტონიო კონტემ ხოსეოპ გვარდიოლა შეაქო.

შაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

"ყველა მწვრთნელს ფეხბურთში თავისი სტილი უნდა ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ გვარდიოლას აქვს თავის სტილი.

პეპს დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა. ძალიან მომწონს მისი გუნდის თამაშის ყურება

ყველამ კარგად ვიცით, რომ მის ფეხბურთელებს მოედანზე დომინირება და ბურთის ფლობა უყვართ. ისინი ამ პერიოდში საკმაოდ ბევრ საგოლე ეპიზოდებს ქმნიან.

"მანჩესტერ სიტი" გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა. გუნდში არა ერთი ახალი ძლიერი მოთამაშე მივიდა", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები