გვარდიოლა: "მენდი მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე ვერ დაბრუნდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "მენდი მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე ვერ დაბრუნდება"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთმელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მცველი, ბენჟამენ მენდი ლაზარეთშია.

ესპანელის თქმით, ფრანგის მინდორზე დაბრუნებას აპრილში ან მაისში შეძლებს.

"მენდი მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე ვერ დაბრუნდება", - ციტირებს "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი გვარდიოლას სიტყვებს.

"სრულფასოვნად მის შეცვლას ვერ შევძლებთ. განსაკუთრებული ენერგიით თამაშობს, რთულია ასეთი ფეხბურთელის პოვნა. სხვაგვარად ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, მენდიმ მარჯვენა ფეხის მუხლი ინგლისის ჩემპიონატის 6-ე ტურში "კრისტალ პალასთან" (5:0) გამართულ მატჩში მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები