კონტე: "აზარი სტაბილურად თამაშისთვის მზად არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "აზარი სტაბილურად თამაშისთვის მზად არის"


კონტე:

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურში "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი შეხვედრის წინ ედენ აზარზე ისაუბრა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ნახევარმცველი სტაბილურად თამაშისთვის მზადაა.

"გასული სეზონი აზარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან კარგად ითამაშა, ისე, როგორც ტოპ ფეხბურთელმა", - ციტირებს "ჩელსის" ოფიციალური საიტი კონტეს სიტყვებს.

"ედენი გამოჯანმრთელდა. საჭირო დრო დავიცადეთ, შემდეგ კი მას პასუხისმგებლობა დაეკისრა და დიდ მატჩში მოედანზე პირველივე წუთებიდან მოგვევლინა".

"ატლეტიკოსთან" მატჩში ნაჩვენები თამაში ამტკიცებს, რომ სტაბილურად თამაშისთვის მზადაა", - დასძინა "არისტოკრატთა" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები