კაგავა ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაგავა ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა


კაგავა ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, შინჯი კაგავა, გერმანიის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ყვითლებმა" სტუმრად "აუგსბურგი" 2:1 დაამარცხეს და გამარჯვების მომტანი ბურთი სწორედ კაგავამ ულამაზეს სტილში გაიტანა.

ეს ბურთი კაგავასთვის ბუნდესლიგაში 38-ე გამოდგა და შინჯი ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი იაპონელი ფეხბურთელი გახდა. ამისათვის მას 132 შეხვედრა დასჭირდა.

კაგავამ შინჯი ოკაზაკის გადაასწრო, რომელმაც "შტუტგარტისა" და "მაინცის" რიგებში ჩატარებულ 128 მატჩში 37 ბურთის გატანა მოახერხა, ახლა კი "ლესტერის" ღირსებას იცავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია შინჯი კაგავა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები