მორიგი დღესასწაული პარიზში - პსჟ-მ ბორდო არ დაინდო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორიგი დღესასწაული პარიზში - პსჟ-მ ბორდო არ დაინდო [VIDEO]


მორიგი დღესასწაული პარიზში - პსჟ-მ ბორდო არ დაინდო [VIDEO]

"პარი სენ ჟერმენის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - უნაი ემერის გუნდმა ამჯერად "ბორდო" არ დაინდო და საკუთარ მოედანზე 6:2 გაანადგურა.

პარიზელებმა პირველ ტაიმში საოცარი ფეხბურთი აჩვენეს, ულამაზესი კომბინაციები გაითამაშეს და ულამაზესი გოლები გაიტანეს. ანგარიში უკვე მე-5 წუთზე ნეიმარმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა. 7 წუთში ბრაზილიელის პასით თავი ედინსონ კავანიმ გამოიჩინა, ხოლო 21-ე წუთზე ტომას მენიემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

სახარემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ "პსჟ-მ" ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხა. ჯერ ნეიმარმა პენალტით დუბლი გაიფორმა, ხოლო პირველი ნახევრის ბოლო წუთზე იულიან დრაქსლერმა მბაპეს ჩინებული პასით მორიგი ბრწყინვალე ბურთი გაიტანა.

მეორე ნახევარში უნაი ემერის გუნდმა ცოტათი დაისვენა და მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. 58-ე წუთზე დრაქსლერის პასით თავისი ბურთი კილიან მბაპემაც შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 90-ე წუთზე მალკომმა პენალტით დააფიქსირა.

"პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" განადგურების შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები