მატერაცი: "სერია ა-ში ძალები არ შეცვლილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატერაცი: "სერია ა-ში ძალები არ შეცვლილა"


მატერაცი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, მარკო მატერაცი, მიიჩნევს, რომ ლეონარდო ბონუჩის წასვლით ტურინის "იუვენტუსის" არ დასუსტებულა.

"სერია ა-ში ძალების გადანაწილებას ვერავინ, მათ შორის ლეო ბონუჩიც, შეცვლის. ერთადერთი, რომელსაც მსოფლიოში ამის გაკეთება შეუძლია - ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუა.

იმათ, ვინც ფიქრობდა, რომ ბონუჩის წასვლით "იუვენტუსი" დასუსტდებოდა, ვეტყვი, რომ ტურინელების დაცვის ხაზი კარგად არის ორგანიზებული და ერთი მოთამაშის წასვლა შეუძლია გადაიტანოს.

ლეონარდო 30 წლის არის, მისი სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს და მაღალ ხელფასს იღებს, მაგრამ მე მსოფლიო ჩემპიონატი 34 წლის ასაკში მოვიგე. მას კიდევ 4-5 სეზონი აქვს, რომლის უმაღლეს დონეზე ჩატარებაც შეუძლია.

ლეომ რთული არჩევანი გააკეთა, როდესაც იტალიის წამყვანი კლუბი დატოვა და რთულ მდგომარეობაში მყოფი "მილანი" აირჩია", - განაცხადა მატერაციმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები