ბარსელონას დირექტორი შალკესა და ბაიერის მატჩში ორ ფეხბურთელს დააკვირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას დირექტორი შალკესა და ბაიერის მატჩში ორ ფეხბურთელს დააკვირდა


ბარსელონას დირექტორი შალკესა და ბაიერის მატჩში ორ ფეხბურთელს დააკვირდა

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "შალკესა" და "ბაიერს" (1:1) შორის გამართულ მატჩს დაესწრო, იუწყება Bild.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელთა წარმომადგენელი აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მცველს, ჯონათან ტას და მასპინძელთა ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას დააკვირდა, რომელიც თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

აქამდე არსებული ცნობით, "ბარსელონას" 22 წლის ჰავბეკის დამატება მომავალი წლის ზაფხულში უნდა, როცა იგი თავისუფალი აგენტი გახდება.

21 წლის ტას "ბაიერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა, თავის მხრივ, 2019/20 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები