რიბერი ჰერტასთან მატჩში დაშავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რიბერი ჰერტასთან მატჩში დაშავდა


რიბერი ჰერტასთან მატჩში დაშავდა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ჰერტასთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა, იტყობინება მიუნხენელთა ოფიციალური საიტი.

ფეხბურთელი აღნიშნული მატჩის 62-ე წუთზე შეცვალეს და მინდორი ექიმების დახმარებით დატოვა.

ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ფრანგს ძალიან ეტკინა. ვიმედოვნებთ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება", - აღნიშნა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები