ჰუმელსი ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰუმელსი ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლას გამოეხმაურა


ჰუმელსი ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი მცველი მათს ჰუმელსი კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლას გამოეხმაურა.

"პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, გუნდში რა მოხდა ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ შეხვედრაში მე არ მითამაშია.

არის საუბრები, რომ ანჩელოტის წასვლა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ 5-მა ფეხბურთელმა მოითხოვა. მე კი ვიმეორებ, რომ ამასთან შეხება არ მაქვს, რადგან პარიზში არ მითამაშია.

ფაქტია, სეზონის დასაწყისშივე შევიცვალეთ მწვრთნელი. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული", - აცხადებს ჰუმელსი.

რეკორდმაისტერმა ვერც ბუნდესლიგის გასულ ტურში ვერ მოიგო და "ჰერტასთან" ფრე ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები