რონალდუ: "მანჩესტერი არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ გუნდში ბევრი რამ ვისწავლე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ: "მანჩესტერი არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ გუნდში ბევრი რამ ვისწავლე"


რონალდუ:

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდუმ "მანჩესტერში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"მანჩესტერი არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ გუნდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მოვიგე ტიტულები და ინდივიდუალურად განვვითარდი. იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი.

ხოლო როცა მადრიდში ჩამოვედი, ის დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო. უამრავი გულშემატკივარი ჩემს შეხვედრად სანტიაგო ბერნაბეუზე მოვიდა.

ამის შემდეგ კი ვპროგრესირებ. ესპანეთში გატარებული პირველი სეზონი კარგი იყო, მეორე უკეთესი და ა.შ", - აცხადებს რონალდუ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ "მანჩესტერიდან" "რეალში" 2009 წელს გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები