დევიდ ედვარდსი: „საქართველოსთან საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დევიდ ედვარდსი: „საქართველოსთან საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“


დევიდ ედვარდსი: „საქართველოსთან საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“

უელსის ნაკრები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გამართოს.

თბილისური მატჩი მათთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. წარუმატებლობის შემთხვევაში უელსელები მუნდიალზე მოხვედრას გაირთულებენ.

საქართველოში გამომგზავრებამდე პრესკონფერენციაზე უელსელმა ნახევარმცველმა დევიდ ედვარდსმა ისაუბრა.

_ ბეილის არყოფნა ნებისმიერი გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის ადგილს სხვა ფეხბურთელები შეავსებენ. უელსის ნაკრების ახლა ტავისი არსებობის მანძილზე საუკეტესო ფორმაშია. საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ თუ დრო მომეცემა, ბოლომდე გავიღებ ყველაფერს, რათა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ეს შედეგი შესანიშნავი იქნებოდა ჩემი კარიერის დასასრულს. ვფიქრობ, საქართველოსთან თამაში კარდიფში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ალბათ ისინი უფრო იმედგაცრუებულნი არიან, სამი ქულა რომ ვერ მოიპოვეს. საქართველოს ტექნიკური გუნდია და მათ წინააღმდეგ მატჩს მომზადებული უნდა შევხვდეთ. ეს იქნება მატჩი, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა დადებითი შედეგი მივიღოთ, _ აცხადებს ედვარდსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები