რეალის აღზრდილი აცხადებს, რომ პიკე ნაკრებიდან უნდა წავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის აღზრდილი აცხადებს, რომ პიკე ნაკრებიდან უნდა წავიდეს


რეალის აღზრდილი აცხადებს, რომ პიკე ნაკრებიდან უნდა წავიდეს

მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა, მიგელ ტორესმა, რომელიც ამჟამად "მალაგას" ღირსებას იცავს, ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი, ხერარდ პიკე გააკრიტიკა.

აქამდე, მოგეხსენებათ, კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამო, ესპანეთის ხელისუფლების ქმედებებზე პიკეს მტკიცე რეაქცია ჰქონდა.

ამის შემდეგ, ფეხბურთელს სერხიო რამოსთან მოუვიდა კონფლიქტი, გულშემატკივრებმა კი "ბარსელონას" უკანახაზელს უსტვინეს.

"თუ თავს 100 პროცენტით ესპანელად არ გრძნობ, ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა საჭირო არ არის. არამხოლოდ თამაშის დონე, არამედ პასუხისმგებლობის ქონაცაა საჭირო", - ციტირებს ტორესის სიტყვებს El Chiringuito Торреса.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები