Goal.Ge

რონალდოს გაგდების ისტორია: "ბარსელონაში ტყუილები კარგად ეხერხებათ"


რონალდოს გაგდების ისტორია:

2017 წლის თებერვალში რონალდომ, "მარკასთან" საუბრისას კატალონიის "ბარსელონა" გააკრიტიკა:

"მათ კარგად ეხერხებათ ფეხბურთელისთვის ტვინის არევა. მე არ ვიცი, თუ რატომ მიმართავენ ისინი მსგავს მეთოდებს მოლაპარაკებების წარმოების დროს. 1997 წელს, სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე ჩვენ ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა და მისმა იურისტმა ყველაფერი გააუქმა. ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ისინი ნებისმიერ გუნდში გამასხვისებდნენ, რომელიც სასურველ თანხას გადაიხდიდა, სწორედ ამის შემდეგ მოვხვდი მე "ინტერში."

რონალდომ აღნიშნულ ინტერვიუში ნეიმარის კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც ისაუბრა, თუმცა "ბლაუგრანას" გალანღძვის ფონზე ეს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩა. "ბარსას" ქომაგები გაცოფდნენ იმ ფაქტით, რომ მათი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში მადრიდისტა გახდა, კატალონიური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას მედიაში მიწასთან ასწორებს. იმ დიალოგის შემდეგ, ბრაზილიელმა ყველას მიახვედრა თუ რომელ გუნდს უჭერს მხარს ლა ლიგაში და რომელს არა. ფაქტია, რომ რონალდოს სერიოზული საბაბი აქვს იყოს უარყოფითად განწყობილი "ბარსელონას" მიმართ, რადგან გუნდმა, რომელშიც "კიჭამ" ყველაზე შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, ერთ წელში იგი ტრანსფერზე დააყენა.

ეს ისტორია 1996 წლის ზაფხულში დაიწყო. "ბარსას" პრეზიდენტმა ხელი დაუქნია იოჰან კრუიფს, აიყვანა ბობი რობსონი და მოითხოვა რომელიმე სუპერ-ფორვარდის მოძებნა. თავიდან ნუნიესს ალან შირერი შესთავაზეს, თუმცა "ბლექბერნმა" თავდამსხმელის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან რივერსაიდელებს რატომღაც სჯეროდათ, რომ მათ გმირს კარიერის ბოლომდე სურდა "ივუდ პარკზე" დარჩენა. სწორედ ამის შემდეგ გაემგზავრა კატალონიელთა ტოპ-მენეჯერი ჟოან გასპარი რონალდოს ტრანსფერის გასაჩარხად ეინდჰოვენში. ბრაზილიელი იმ დროს 19-წლის იყო და 54 მატჩში 57 გოლი ჰქონდა გატანილი "პსვ"-ს შემადგენლობაში.

რონალდოს გაგდების ისტორია: "ბარსელონაში ტყუილები კარგად ეხერხებათ"

ბევრი ვაჭრობისა და კამათის შემდეგ, გარიგება მაინც შედგა, რონალდო 19,5 მილიონ დოლარად "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერი იმ დროისთვის რეკორდული აღმოჩნდა, თუმცა ბობი რობსონი თვლიდა, რომ ბრაზილიელი კაპიკებში იყო ნაყიდი, რადგან 20-წლის ფორვარდის პოტენციალი ბევრად უფრო აღემატებოდა იმ თანხას, რაც "ბლაუგრანამ" გადაიხადა.

ბრაზილიელის დებიუტი ესპანეთის სუპერთასზე შედგა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რონალდო ძალიან მარტივად გაუმკლავდა "ინდიელებს". შემდეგ დაიწყო ჩემპონატი და "კიჭა" მალევე გაერია ბომბარდირთა ბრძოლაში. აღსანიშნავი იყო "ვალენსიასთან" მატჩი, რომელშიც ბრაზილიელს პერსონალურად მეურვეობდა "ღამურების" სამი ფეხბურთელი, ამის მიუხედავად, რონალდომ იმ თამაშში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. "ვალენსიას" იმ დროინდელი თავკაცი ლუის არაგონესი გაოგნებული იყო და გასახდელში ცოფებს ყრიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში "ღამურების" უცნობმა ფეხბურთელმა ესპანელ სპეციალისტს მიაძახა: "თუ ჩვენზე მეტი შეგიძლიათ, მაშინ გადით მოედანზე და თავად სცადეთ მისი გაჩერება."




"პრიმერა" უძლური იყო რონალდოს წინააღმდეგ, მისი ესპანური ფეერიის ვიდეო ჩანაწერები კი დღემდე აქტუალურია. "კომპოსტელას" კარში გატანილი გოლი კი ალბათ ყველაზე კარგად ასახავს ბრაზილიელის ნიჭსა და პოტენციალს.



მადრიდის "ატლეტიკოს" ექს-ნახევარმცველი კვინტონ ფორჩუნი იხსენებს:

"ჩვენს წინააღმდეგ მან 3-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაგვიტანა. მისი შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ იგი შენებულად იმოძრავებდა, სხვა ყველა კი აჩქარებულად. იმ სეზონის რონალდო იყო მესის, კრიშტიანუს, ნეიმარისა და რონალდინიოს საუკეთესო თვისებების ნაზავი."

90-იანებისთვის ბრაზილიელის შედეგიანობა სენსაციური იყო. მისი შეძენა სურდა "მილანს", "ინტერს", "მანჩესტერსა" და კომპანია "ნაიკსაც" კი. ამერიკული სპორტული გიგანტი გეგმავდა რონალდოზე უფლებების ყიდვას "ბარსელონასგან" და შემდეგ მისი კარიერის უკვე თავად წარმართვას. ეს პროექტი ვერ შედგა, თუმცა მომავალში "კიჭა" მაინც გახდა "ნაიკის" სახე.

რონალდოს გაგდების ისტორია: "ბარსელონაში ტყუილები კარგად ეხერხებათ"

გიჟური პოპულარობის მიუხედავად, რონალდო მაინც ჩვეულებრივ 20-წლის ლაღ და თავისუფლების მოყვარულ ბიჭად რჩებოდა. ზამთარში ბრაზილიელს 5-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, რის გამოც მან კარიერაში პირველად შეიცნო თუ რა იყო კრიტიკა. "კიჭა" ყველაფერს მუხლში არსებულ ტკივილებს აბრალებდა, რომელიც მას ჯერ კიდევ "პსვ"-ში ყოფნის დროს გაუჩნდა. ძალების აღსადგენად "ბარსას" ვარვსკვლავი სამკურნალოდ სამშობლოში გაემგზავრა პირად ექიმთან. დეკემბერსა და იანვარში რონალდოს ჯამში 9-ჯერ მოუწია გადაფრენა. "ბლაუგრანას" ქომაგები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ სანამ მათი გუნდი მის არ ყოფნაში მადრიდის "რეალს" ებრძოდა საჩემპიონო რბოლაში, მათი ლიდერი რიოს კარნავალზეც ასწრებდა შევლას.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. "შვებულებამ" დადებითი შედეგი გამოიღო და თერაპიის შემდეგ, იანვრიდან სეზონის ბოლომდე რონალდომ მხოლოდ 5-ჯერ დატოვა მოედანი უგოლოდ. ჯამში მას 49 მატჩში 47 ბურთი დაუგროვდა (4 ჰეთ-ტრიკი, 2 დუბლი). ესეთი შთამბეჭდავი და იმ დროს არნახული შედეგის შემდეგ, პრესაში ახალი 9-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია. ხოსე ლუის ნუნიესმა ეს დაადასტურა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი კარიერის ბოლომდე დარჩებოდა "კამპ ნოუზე". რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, იქ ყველა დეტალი ისე იქნებოდა, როგორც აწყობდა გუნდსაც და ფეხბურთელსაც. ყველაფერი თითქოს იდეალურად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად "ბარსელონას" პრეზიდენტმა შეაჩერა მოლაპარაკებების პროცესი და ერთ თვეში განაცხადა, რომ იგი გაყიდიდა რონალდოს მისთვის სასურველ ფასად (საუბარი იყო 30-მდე მილიონ დოლარზე.)
ის სეზონი საკმაოდ დამღლელი და ხანგრძლივი გამოდგა, რადგან "ლა ლიგაში" 22 გუნდი გამოდიოდა. ჩემპიონატი საფინიშე დასასრულს შუა ზაფხულს მიუახლოვდა. "ბარსელონას" ტრიუმფისთვის მხოლოდ "ერკულესთან" გამარჯვება სჭირდებოდა, უმარტივესი ამოცანაა, როცა გუნდში რონალდო გყავს, თუმცა იმ მატჩმა მის გარეშე ჩაიარა. კატალონიელთა ლიდერი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს მსოფლიო ჩემპიონატის წინა ამხანაგურ ტურნირზე სათამაშოდ. "ბლაუგრანა" ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მომხდარიყო, თუმცა "ფიფაში" მკაცრად განმარტეს, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

"ბარსელონამ" ის მატჩი 1:2 წააგო. "კიჭას" ნაცვლად ძირითადში ხუან პიცი იყო. თამაშის შემდეგ, მან თქვა ცნობილი ფრაზა, რომელშიც პირველად იყო ნახსენები ფეხბურთელისა და უცხოპლანეტელის შედარება, რაც დღევანდელ "ბლაუგრანაში" უკვე ბანალურ დახასიათებად იქცა: "მე ვარ ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რონალდო კი სხვა პლანეტიდან არის."

გულშემატკივრებმა ვერ მოინელეს ბრაზილიელის ნაკრებში გამოძახება და დაკარგული ჩემპიონობა. გაღიზიანების ტალღამ კიდევ ერთელ იფეთქა მას შემდეგ, რაც რონალდომ მადრიდის "რეალელ" რობერტო კარლოსთან გაცვალა მაისური. ამ ყველაფრის შემდეგ "კიჭას" ყველა წარმატება მეორე პლანზე დადგა. კატალონიელებმა რონალდოს არც გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მისცეს, გამარჯვებული რატომღაც ლუის ენრიკე გახდა.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, "ბარსელონამ" უაზროდ და სულელურად დაკარგა თავის ლიდერი და სიმბოლო. ვინ იცის, ნუნიესს მეტი საზრიანობა, რომ გამოეჩინა შეიძლებოდა რონალდო მართლაც დიდი ხნით დარჩენილიყო "კამ ნოუზე" და ლუიშ ფიგუსა და რივალდოსთან ერთდ სულ სხვა "გალაქტიკო" შეექმნა იმ დროინდელ ფეხბურთში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ახალწვეულ კუბოს ბრწყინვალე მოძრაობა ჩილესთან მატჩში [VIDEO]

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ჩილეს ნაკრების იაპონიას დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 05:02

მოქმედი ჩემპიონის იდეალური სტარტი - ჩილემ იაპონია გაანადგურა [VIDEO]

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩილეს ნაკრების დებიუტანტ იაპონიას დაუპირისპირდა.

დღეს, 04:53

იუვენტუსის ფეხბურთელის სიტიში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

ბრიტანული პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს, 04:53

იტალიური პრესა: სარის იუვენტუსში 2 ფეხბურთელი სურს

იტალიური პრესის ცნობით, მაურისიო სარის ტურინის "იუვენტუსში" 2 ფეხბურთელის მიყვანა სურს.

დღეს, 04:38

ბარსელონას სპიკერმა ნეიმარის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მომავალი სეზონიდან ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 04:34

გორეცკამ სანეს ბაიერნში მისვლა ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ლეონ გორეცკამ ლეროი სანეს მის გუნდში მისვლა ურჩია.

დღეს, 04:30

საკი: "ვფიქრობ, მაურისიო სარი პოჩეტინოს გვარდიოლას და კლოპის დონის სპეციალისტია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან მაურისიო სარი ტურინის "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

დღეს, 04:27

ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა ლუკაკუს მანჩესტერიდან წასვლა ურჩია

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა რომელუ ლუკაკუს "მანჩესტერიდან" წასვლა ურჩია.

დღეს, 04:23

მბაპე 200%-ით პსჟ-ში რჩება

"პსჟ"-ს პრეზიდენტი ალ-ხელაიფი ადასტურებს, რომ მისი გუნდის ლიდერი კილიან მბაპე გუნდში რჩება.

დღეს, 04:18

ტოტი: "არადა, რომა კონტესთან იყო შეთანხმებული"

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რომას" მომავალ სეზონში პაულო ფონსეკა ჩაიბარებს.

დღეს, 04:12

გულიტი დე ლიხტზე: "მანჩესტერი? მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა დე ლიხტის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:09

რედნაპმა იწინასწარმეტყველა: "ჩელსის ლაპარდი ჩაიბარებს"

ყველასთვის ცნობილი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის ვარაუდით, მომავალი სეზონიდან "ჩელსის" ლამპარდი უხელმძღვანელებს.

დღეს, 04:05

მანე: "მოხარული ვარ, რომ ყოველ სეზონში ვვითარდები"

"ლივერპულის" აფრიკელმა თავდამსხმელმა სადიო მანემ გასული სეზონი შეაფასა.

დღეს, 04:02

საქართველოს ნაკრების გამარჯვების ლელო 81-ე წუთზე [VIDEO]

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი უმძიმეს ბრძოლაში, გაწითლებულ დროში გატანილი ლელოს წყალობით 12:8 დაამარცხეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

დღეს, 00:37

არგენტინის მომდევნო მატჩი თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება

2019 წლის კოპა ამერიკის გათამაშება ბრაზილიაში მიმდინარეობს.

გუშინ, 23:57

რომელი ჩემპიონატებია უეფას პირველ პოზიციებზე? - ლა ლიგა მაინც უკონკურენტოა

2018-2019 წლების სეზონი დასრულდა და UEFA-მ რეიტინგი საბოლოოდ შეაჯამა.

გუშინ, 23:49

"მბაპე რეალში?", - პსჟ-ს დირექტორმა ყველაფერს ფარდა ახადა

სავარაუდოა, რომ ზაფხულში საფრანგეთს ნეიმარი დატოვებს და "პსჟ" გუნდის კიდევ ერთ ლიდერს არ დათმობს.

გუშინ, 23:41

რა ღირს ნეიმარი დღეს?

2 წლის წინ, ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

გუშინ, 23:38

5 გუნდი, სადაც შესაძლოა ნეიმარი გადავიდეს

"ნეიმარისთვის აქ მოსვლა არავის დაუძალებია", - ეს განცხადება "პარი სენ ჟერმენის" დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა.

გუშინ, 23:34

კოუტინიო ბარსელონას ტოვებს - უარი მანჩესტერს

ცნობილი გამოცემა Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფელიპე კოუტინიო ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებას გეგმავს.

გუშინ, 23:29

როცა 50 მილიონად ბისაკასაც ვერ ყიდულობ...

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უარი შეუთვალა.

გუშინ, 23:27

საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ბოლო წამზე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩა!

საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ბოლო წამზე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩა!

გუშინ, 22:29

16 წლის ტალანტი, რომლის შეძენაც რეალსა და ბარსელონას სურთ

სატრანსფერო ბაზარზე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ბრძოლა იწყება.

გუშინ, 22:13

მთავარი პრობლემა, რომელიც პოგბას რეალში ტრანსფერს უშლის ხელს

"რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 22:08

TOP 10: ყველაზე ბოროტმოქმედი პირები სპორტიდან ESPN-ის ვერსიით

ESPN-მ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:03

გასვლის რეალური შანსი: ჩიხურას 5 სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში საჩხერის "ჩიხურას" შედარებით მარტივი მეტოქეები შეხვდა.

გუშინ, 21:50

ჩელსიმ ლამპარდსა და დერბის შეთავაზება გაუმზადა

"ჩელსი" "დერბის" მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის მიწვევას გეგმავს.

გუშინ, 21:46

ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

ცნობილია იმ 5 გუნდის ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ქუთაისის "ტორპედოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდეს.

გუშინ, 21:46

ჩელსიმ ატლეტიკოსა და ბარსელონას პასუხი შეუთვალა - Sky Sports

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:39

მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი შეთანხმდნენ!

"მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" მცველ ჟოაო კანსელოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

გუშინ, 21:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10