» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან


10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

როგორც ვიცით, ლეგენდარულმა ანდრეა პირლომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. 38-წლის იტალიელს "ნიუ-იორკ სიტისთან" კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება, რომელსაც იგი აღარ გაახანგრძლივებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გავიხსენოთ გენიალური მაესტროს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი.

რობერტო ბაჯოს გოლების შემქმნელი "ბრეშიაში"

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

ბაჯომ და პირლომ შესანიშნავი ტანდემი შექმნეს "ბრეშიაში" 2001 წელს. ანდრეამ არაერთი ლამაზი ასისტი აჩუქა ლეგენდარულ "კიკინას". მათი დახმარებით "ლომები" გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ და ადგილი შეინარჩუნეს სერია ა-ში. იმ პერიოდში "ბრეშიაში" ძალიან საინტერესო შემადგენლობა შეიკრა. კატალონიიდან მშვიდობიანი სიბერის გასატარებლად ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში ხოსეპ გვარდიოლა ჩამოვიდა, რომელიც მომავალში ანდრეას თავის "ბარსელონაში" გადმოსვლას სთხოვს. პეპის გარდა, "ბრეშიაში" ლუკა ტონიც იყო, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამდა სერია ა-ში, თუმცა პირლოს იმ დროს უკვე "მილანიდან" ჰქონდა მოწვევა.

კარლო ანჩელოტის როლი პირლოს კარიერაში

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის წვლილი პირლოს წარმატებაში უდიდესია. კარიერის დასაწყისში ანდრეა უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, რაც მაგალითად "ინტერში" არ მოსწონდათ. კარლომ "მილანში" პირლოს ახალი თვალით შეხედა და გადაწყვიტა, რომ მოედნის სიღრმეში იგი უფრო სასარგებლო იქნებოდა. ანჩელოტი არ შემცდარა, პირლო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შუახაზელად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ კარლოსა და ანდრეას ძალიან თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ "როსონერიში".

ევროპაში დომინირება "მილანთან" ერთად

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

პირლომ "მილანში" 10 სეზონი იყო, ჩაატარა 401 მატჩი და გაიტანა 41 გოლი. რაც შეეხება ტიტულებს, 2 სკუდეტო, 2 უეფას სუპერთასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა 2 ჩემპიონთა ლიგა მართლაც დიდებული შედეგია. ანდრეას სამჯერაც შეეძლო ლიგის მოგება რომ არა "ლივერპულური" სასწაული სტამბულის ღამეს 2005 წელს. ის "მილანი" უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ფეხბურთის ისტორიაში, პირლო-გატუზო-ზეედორფი-კაკას ლეგენდარული რომბი იყო ნახევარდაცვის ეტალონი.

მსოფლიო ჩემპიონობა

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

2006 წელს პირლომ თავის ტიტულების კოლექციას მთავარი ჯილდო მიამატა, მსოფლიო ჩემპიონობა. ყველას ახსოვს ის დაუვიწყარი, ემოციური და სკანდალური ფინალი, რომელშიც იტალიის ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო. პირლომ მთელი მუნდიალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გადამწყვეტ მატჩში კი ზუსტად შეასრულა პენალტი ფაბიენ ბარტეზის კარში.

ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

პირლოს წარმატებები ცხადია არც ფიფაში გამოჰპარვიათ და 2007 წელს ანდრეა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს. ჯილდო თანაგუნდელ კაკას ერგო, იტალიელი კი ხმების რაოდენობით მე-7 ადგილზე გავიდა.

პანენკა ჯო ჰარტის კარში

ევრო 2012-თვის პირლო უკვე 33 წლის იყო, თუმცა ასაკის მიუხედავად, იგი მაინც ახერხებდა ყველას გაოცებას. ერთ-ერთი მინი სპექტაკლი პირლომ 1/4 ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დადგა. ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. თავისი თერთმეტმეტრიანი ანდრეამაც შეასრულა, თან ისე, რომ ჯო ჰარტს ნამდვილი განაჩენი გამოუტანა. აქ სიტყვები ზედმეტია უბრალოდ დატკბით და გაერთეთ:



რეალისა და ბარსელონას საოცნებო ფეხბურთელი

საიდუმლო არ არის, რომ პირლოს ყოველთვის უნდოდა მადრიდის რეალში თამაში. იტალიელის ხელში ჩაგდებას თავად "ბლანკოსიც" მუდამ ცდილობდა. 2006 წელს მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთნ ძალიან ახლოს იყვნენ, უფრო სწორედ გააფორმეს კიდეც, თუმცა გარიგება ადრიანო გალიანიმ ჩაშალა.

"რეალში 5-წლიანი კონტრაქტი და არანორმალური ხელფასი მელოდებოდა, თუმცა გალიანი ჩემი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მან კიდევ უფრო წარმოუდგენელი თანხა ჩამიწერა ხელშეკრულებაში და განმიცხადა, რომ მე არსად წავიდოდი."-იხსენებს პირლო.

"ბლანკოსის" გარდა იტალიელზე "ბარსელონაც" ოცნებობდა. კატალონიელთა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ წერილიც კი მიწერა პირლოს, თუმცა ანდრეამ ის უპასუხოდ დატოვა. აი რა დაწერა პეპმა:

"ანდრეა გვჭირდები. ჩვენ ვეძებთ ნახევარმცველს, რომელიც ხავის, ინიესტასა და ბუსკეტსის თამაშს ახალ ფერებს შესძენს, შენ ხარ ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია."

იუვენტუსში გადასვლა და ახალი გამოწვევები

10 დასამახსოვრებელი მომენტი პირლოს კარიერიდან

კარლო ანჩელოტის "მილანი" რა თქმა უნდა ბრწყინვალე ქმნილება იყო, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგიც მთავრდება. ანჩელოტი წავიდა, "როსონერი" კი ისეთმა კრიზისმა მოიცვა, რომლიდანაც კლუბი ჯერ კიდევ არ ამოსულა. პრობლემები იყო როგორც თვითონ გუნდში, ისევე სტრუქტურაშიც. პირლოს "მილანიდან" წასვლაც ამ სირთულეების შედეგია. ანდრეა აცნობიერებდა, რომ შავ-წითელ ჩაძირულ გემზე დარჩენა უკვე შეუძლებელი იყო და კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. პირლომ უფასოდ "იუვენტუსს" მიაშურა და კარიერის რეანიმირება მოახდინა. იტალიელს ახალი სუნთქვა გაეხსნა და მასთან ერთად თვითონ იუვენტუსსაც. ანდრეამ "ბიანკონერის" შემადგენლობაში ზედიზედ 4 სკუდეტო, იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერთასი მოიგო. 2015 წელს "ბებერი ქალბატონი" თავის ბებერ მაესტროსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, თუმცა იქ შეუჩერებელ "ბარსელონას" ვერაფერი მოუხერხა.

ერთხელ ამერიკაში

ლეგენდარული მაესტროს ბოლო აკორდმა ნიუ-იორკში გაიჟღერა. იქ იტალიელი კარიერის მშვიდ გარემოში დასასრულებლად ჩავიდა. უნდა ითქვას, რომ ა.შ.შ.-ში პირლო ძალიან კარგად გაერთო, ამის გარდა, დავიდ ვილასა და ფრენკ ლამპარდთან ერთად ანდრეამ ჩემპიონატის დონეც აამაღლა.

ღვინო და "ფლეისთეიშენი"

პირლო კარგად ერკვევა მეღვინეობაში, რადგან ბავშვობიდანვე ეხმარებოდა თავის ოჯახს ამ საქმეში. დღეს იგი საკუთარ ღვინის კომპანიას ფლობს, ვენახები კი ბრეშიაში აქვს. ამის გარდა პირლოს ძალიან უყვარს "ფელისთეიშენით" ფეხბურთის თამაში. საიდუმლ არ არის, რომ მისი ფავორიტი გუნდი "ბარსელონა" არის.

"დილით ადრე ავდექი, რადგან იმ დღეს რაც შეიძლება დიდხანს მინდოდა ალესანდრო ნესტასთან ერთად "ფლეისთეიშენის" თამაში. ვივარჯიშე, ვივახშმე, ვითამაშე, მეორე დღეს კი მსოფლიო ჩემპიონი გავხდი,"-იხსენებს პირლო თავისი ავტობიოგრაფიიდან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლივერპულმა გადაწყვეტილება შეცვალა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა

პირველადი თანხმობის მიუხედავად, მერსისაიდელები სახელმწიფო დახმარების პროგრამაზე უარს ამბობენ.

გუშინ, 22:25

ბრუნო ალვეში: "რონალდუს მეორე სართულზე ორთაბრძოლა ჩემთვის არასდროს მოუგია"

„პარმას“ ვეტარანი მცველი დარწმუნებულია, რომ მეორე სართულზე ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუს აღემატება.

გუშინ, 22:21

ბარსელონას და რეალის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

სერბი სპეციალისტი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

გუშინ, 22:18

ნეიმარიც და მბაპეც მომდევნო სეზონშიც პსჟ-ს ფეხბურთელები იქნებიან - L'Equipe

მსურველი კლუბები ძვირადღირებულ ტრანსფერებს ვერ განახორციელებენ.

გუშინ, 22:11

"რეალში ჩემი დრო აუცილებლად დადგება", - ბაიერნში განათხოვრებული მცველი

„ბაიერნში“ განათხოვრებული მადრიდის „რეალის“ მცველი, ალვარო ოდრიოსოლა, ესპანურ გუნდში ფეხის მოკიდებას იმედოვნებს.

გუშინ, 22:08

შმეიხელი: "ლივერპულის ადგილზე რომ ვიყო, ასეთი ჩემპიონობა არ მენდომებოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მეკარე, პიტერ შმეიხელი ფიქრობს, რომ „ლივერპულს“ არ უნდა გადაეცეს ჩემპიონობა, თუ პრემიერ ლიგის სეზონი ვერ გაგრძელდა.

გუშინ, 21:51

ზუსტად 29 წლის წინ - მარადონას კოკაინის მოხმარების გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

1991 წლის 6 აპრილს, ლეგენდარულ დიეგო მარადონას 15-თვიანი დისკვალიფიკაცია, კოკაონის გამოყენების გამო მიუსაჯეს.

გუშინ, 20:54

"ვინ ვარჯიშობს ყველაზე მეტს და ვინ უყურებს ფილმებს ბარსელონაში?" - დე იონგმა შეკითხვებს უპასუხა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

გუშინ, 20:50

იუვენტუსი კარისკენ ოთხ ფეხბურთელს მიუთითებს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მომდევნო ზაფხულს ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.

გუშინ, 20:41

აზარის ჩელენჯი - რატომ იპარსავენ თავს ფეხბურთელები? [ფოტოები]

მსოფლიოში ხალხი კარანტინის გამო სახლებში ზის და კორონავირუსისგან თავის დაცვას ცდილობს.

გუშინ, 20:38

"უტიტულოდ არ დარჩებიან", - უეფას პრეზიდენტმა ლივერპულის ქომაგები დაამშვიდა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „ლივერპულის“ გულშემატკივრები დაამშვიდა.

გუშინ, 20:14

ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას დედა, დოლორს სალა კარიო, კორონავირუსით გარდაიცვალა.

გუშინ, 20:08

ტოტენჰემმა სონის ჯარში წასვლა დაადასტურა

კორონავირუსით გამოწვეული პაუზა „ტოტენჰემის“ შემტევს მთლად სასიკეთოდაც ვერ წაადგა.

გუშინ, 20:04

"ჩემი საქციელი გაუმართლებელია" - კორონავირუსის მქონე ქართველი სპორტსმენის განცხადება

გუშინ დადასტურებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

გუშინ, 19:28

იუვენტუსი მზადაა პოგბას გამო 3 ფეხბურთელი გაყიდოს

"იუვენტუსს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ხელში ჩაგდება უნდა.

გუშინ, 17:59

ნეიმარი: "კობის სიკვდილმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა"

"პსჟ"-ს ლიდერმა, ნეიმარმა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალება გაიხსენა.

გუშინ, 17:55

"ნეიმარს ბარსას პრეზიდენტის ადგილას ხვალვე ვიყიდდი", - მონაკოს ფორვარდი

"მონაკოს" თავდამსხმელმა, კეიტა ბალდემ "პსჟ"-ს ლიდერ ნეიმარზე გააკეთა განცხადება.

გუშინ, 17:38

"ვიტანჯებოდი და საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა", - ნეიმარის აღიარება

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა თქვა, რომ სერიოზული ტრავმები რთულად გადაიტანა.

გუშინ, 17:30

რეალი ლაუტაროს და ჰოლანდს აკვირდება, პერესმა არჩევანი გააკეთა

"რეალი" ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA.

გუშინ, 17:25

ლივერპულმა მანესა და სალაჰის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელებას ხელი შესაძლოა მაღალმა ფასმა შეუშალოს.

გუშინ, 17:18

"ნეიმარი რთული ბიჭია, მისაბაძი მაგალითი არ არის", - დელ ბოსკე

ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" ექს-მწვრთნელმა "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 17:12

ბარსელონამ შეთავაზება გააკეთა, ინტერის პასუხმა არ დააყოვნა

"ინტერი" "ბარსელონასთან" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 17:07

ზიდანი: "ჯერარდი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი იყო"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულის" ლეგენდის, სტივენ ჯერარდის თამაში გაიხსენა.

გუშინ, 17:03

რაიოლამ პოგბას ახალი კლუბი უკვე შეურჩია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 16:38

პატო: "მილანის ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ხილვა სამწუხაროა"

"სან პაულუს" თავდამსხმელმა, ალეშანდრე პატომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 16:30

"მესი ინტერში? არამგონია, ეს აუხდენელი ოცნება იყოს", - მორატი

"ინტერის" ექს-პრეზიდენტმა ლიონელ მესის მილანურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:58

ტიაგო ალკანტარას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

გუშინ, 15:24

რეალს ცენტრალური მცველი სურს, კანდიდატი შერჩეულია

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ზაფხულში ცენტრალური მცველის დამატება უნდა.

გუშინ, 15:13

კლოპი ბუნდესლიგიდან ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

გუშინ, 15:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10