Goal.Ge

ბლოგი: სტივენი და ფრენკი



ინგლისური თანამედროვე ფეხბურთის ორი ცენტრი, ორი საფეხბურთო სახე, ორი ლიდერი, ორი რვიანი. ჯერარდი თუ ლამპარდი? ეს შედარება საკმაოდ აქტუალური იყო, არის და იქნება ალბათ მათი კარიერის დასრულების შემდეგაც. ინგლისელი ხალხი ხომ ასეთია. ლურჯები იტყვიან ლამპარდს, წითლები ჯერარდს. ნუ გასაგებია, სად არ ხდება ასე? მართალია. ყველას თავისი უყვარს, ყველა თავისას აღმერთებს, მაგრამ ინგლისში განსაკუთრებულად. აქ პატარა შეცდომას არ გაპატიებენ, დაგცინებენ და გაგაკრიტიკებენ, მაგრამ თუ გინდა მათი ოდნავი სიყვარული, ან სიმპათია მაინც მოიპოვო, წლობით უნდა უერთგულო და მოითმინო, ჰო და რაც მთავარია ძალაინ კარგად უნდა ითამაშო. მერე გაქვს შანსი მოისმინო თუ როგორ სკანდირებენ შენს გვარს ფანები მოედანზე. ორი თითქოს იდენტური ტიპაჟი, ორი წარმატებული ფეხბურთელი, რითი ჰგვანან და რითი განსხვავდებიან ისინი, გარდა ნომრისა და ფერებისა. 269fb961b610[1] დავიწყოთ ჯერარდით, სტივენი დაბადებულია ლივერპულისთვის, აქ არის მისი სახლი და ის ამ ქალაქში თავს ისე გრძნობს, როგორც ბელადი თავის ტომში. ამაყად დადის მოედანზე, თუნდაც მისი გუნდი აგებდეს. ეს მისი შინაგანი თვისებებიდან გამომდინარე, მოედანზე ცივი, ამაყი და ნამდვილი გუნდის ლიდერია. მისი საკლუბო კარიერა არ გამოდგა ძალიან ნათელი, კი თითქმის ყველა თასი მოიგო თითო–თითო ჯერ მაინც, მაგრამ აკლია მთავარი რამ მის კარიერას, მთავარი ტიტული, ინგლისის მეფობა. ჯერარდს ძლიერი ფსიქოლოგია აქვს, მარცხის დროსაც გუნდს შესძახებს და პრესტიჟის დაცვისკენ მოუწოდებს. კარგი ლიდერია ნამდვილად. გუნდი როგორ უყოლებს ამაში ფეხს ცალკე თემაა. დაყენებული, კარგი დარტყმა ორივე ფეხით, თავით თამაში და მოედნის ხედვა გადასარევი აქვს. პასების განაწილება, მატჩის მართვა იცის სტივენმა, თან საკმაოდ კარგად. ჯერარდის კარიერის უმღლესი წერტილი, მისი ოლიპმო 2005 წლით თარიღდება, ფლეიოფში გასასვლლი შორეული დარტყმა მასთან ასოცირდება, სეზონის ბოლოს კი თასის ფინალში დიდი ქამბექიც მასთან არის პირდაპირ კავშირში. ნუ დანარჩენი ყველამ კარგად ვიცით. სტივენი მოედანზე გუნდისთვის ნამდვილი ლიდერი, კაპიტანი და გენერალია. 20b0fb60900e[1] ეხლა ცოტა ფრენკიც ვახსენოთ, ის ვესთ ჰემის გამოზრდილია, უკვე ასე ვთქვათ კაი ტიპი იყო ჩელსიში რომ მივიდა, ანუ უკეთეს საფეხბურთო პროექტში, საბოლოო ჯამში ეს პროექტი გამართლდა, თან ძალიან კარგად. მან თითქმის ყველაფერი მოიგო საკლუბო დონეზე რისი მოგებაც შეიძლებოდა. მას ბოლო პერიოდში მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო მოუწია რაღაც დრო სკამზე გაეტარებინა. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა იმაში, რომ ჩელსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. არ აქვს ყველა ფეხბურთელს ასეთი პატივი და მიღწევა, მითუმეტეს ცენტრალურ ნახევარმცველს. მისი მთავარი კოზირი ალბათ მაინც სასწაული გოლის ალღოა, ნახევარმცველს იშიათად რომ ამდენი გოლი გატანა შეეძლოს. თავით, ფეხით, შორიდანაც კი ბატონო. ფრენკის დამატებითი ბონუსი თვისებები აქვს ასე რომ ვთქვათ, ფლეიმეიკერიც არის, ფორვარდის მაგივრადაც ხშირად იტანს გოლებს. ნუ დავივიწყებთ იმ პერიოდს, როცა ზედიზედ მოაგებინა რამდენიმე მატჩი ჩელსის. ტორესის ცუდი ფორმა და უფორვარდობაც აწუხებდა დროგბას მერე ჩელსის, თუმცა ფრენკი რისი ფრენკია. ის არც ხისტია და თავზეხელაღებული, ის ელეგანტური და ჭკვიანი უფროა, ასე უფრო კარგად გამოსდის. მოედანზე თავაზიანი და ნამდვილი ჯენტლმენია. თავმდაბალი და ღირსეული საფეხბურთო ტიპაჟია. ea483f526fcd[1] სანაკრებო მხარეს რაც შეეხება იქ უპირატესობა სტივენს აქვს. კაპიტნადაც ის გვევლინება. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ თავის ამბიციებს კლუბში ბოლომდე ვერ იკმაყოფილებს, ასე რომ მისთვის დამატებითი მოტივაციაა ინგლისის ნაკრები. ფრენკისთვის კი ბოლო ხანებში სანაკრებო კარიერა თითქოს უკან წავიდა. ამის მიზეზი ასაკია და ის, რომ აკ ასაკში თავის გუნდში კვლავ აქტიურად უწევს დამატებითი სამუშაოების შესრულება. უკვე ორივემ შეაბიჯა ინგლისის საპატიო ასიანთა კლუბში. არადა ინგლისს ჰყავს ჯერარდი, ინგლისს ჰყავს ლამპარდი. ორივე ერთად ჰყავს და აგერ ერთი დეკადა გახდა, რაც ნაკრების ნახევარდაცვის მთავარი წევრები არიან. უმაღლესი დონის ფეხბურთელბი, პროფესიონალები არიან. თუ რომელია მათ შორის საუკეთესი ამას ალბათ პასუხი არ ან ვერ გაეცემა, არც ეხლა და არც მერე. წითლებისთვის სტივი, ლურჯებისთვის ფრენკი. ავტორი: DAVID BERO

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

გიორგი მაკარიძის ბრწყინვალე სტატისტიკა პორტუგალიაში

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "სეტუბალმა" "პორთიმონენსეს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:56

რაული რეალის ფეხბურთელზე: "ის ჩვენთან არაა, რადგან პირველი გუნდის მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულმა სამეფო კლუბის ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 01:52

რატომ დაესწრო ერიკ აბიდალი ნაპოლის მატჩს?

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 1:4 დაამარცხა.

დღეს, 01:48

კლოპმა ჩელსისთან მოგებული მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ლამპარდი: "ჩელსი ლივერპულზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:41

ჩელსიმ ანტი-რეკორდი დაამყარა - პირველად 1978 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" შინ "ლივერპულთან" დამარცხდა.

დღეს, 01:36

ბენზემას საუკეთესო შედეგი 2019 წელს

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:33

10-კაციანი არსენალის რეკორდული მატჩი

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

დღეს, 01:31

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10