Goal.Ge

ექსკლუზიური ინტერვიუ მადრიდის "რეალის" ავტობუსის მძღოლთან



ფერნანდო მანსო აგერ უკვე 14 წელია "რეალ მადრიდის" ავტობუსის მძროლად მუშაობს. ფერნანდო, რომელსაც იკერი მოფერებით ფრენანდოს ეძახის (Frenando - ესპანურად ნიშნავს შენელებას), სამსახურში 2000 წელს მოვიდა და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ორი გამარჯვება ნახა. გარდა ამისა, ფერნანდო არის მომსწრე "სამეფო გუნდის" 5 გამარჯვებისა ესპანეთის ჩემპიონატში და სამეფო თასზე. მანსომ უკვე ესპანეთის ნაკრების მძღოლად მუშაობაც მოასწრო და ცოტა ხნით გაზეთ Marca-ს გაესაუბრა, რათა თავისი უნიკალური და მეტად საინტერესო ისტორიები მსოფლიოს გაეგო. "ატლეტიკოს" პოლიციელი-გულშემატკივარი: " იმ დროს მწვრთნელი დელ ბოსკე იყო. თვითფრინავზე გვაგვიანდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე გვქონდა მატჩი. საცობში მოვყევით, მე კი ზოლიდან გადავედი, რათა დრო მომეგო. პოლიციამ გაგვაჩერა და საბუთები მომთხოვა. ვთხოვე, ნება მოეცა, რომ გუნდი აეროპორტამდე მიმეყვანა, შემდეგ კი დავბრუნდებოდი და რასაც უნდოდა იმას ვაჩვენებდი. მან არ მიიღო ჩემი წინადადება. დელ ბოსკე, ტონი გრანდე, ფერნანდო იერო და ფიგუ გადავიდნენ ავტობუსიდან, რათა პოლიციელი დაეთანხმებინათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ავტობუსში ბიჭები ხუმრობდნენ, ეს ნამდვილად "ატლეტიკოს" ფანი იქნებაო. სანამ ჯარიმა არ გამოწერა, ადგილიდან ვერ დავიძარით. "ფერნანდინო, არ იჩქარო": "მახსოვს, ქარიშხალი იყო და "რეალ მადრიდი" სანტანდერიდან თვითფრინავზე ვერ დაბრუნდა. ჩვენ მოგვიხდა ავტობუსით წამოსვლა. ძალიან ძლიერი წვიმა იყო. მახსოვს, მაშინ დელ ბოსკემ მითხრა: "ფერნანდიტო, შვილო, არ იჩქარო". იქვე იყო გრანდე, რომელიც ყოველთვის მეხუმრებოდა და მაშინაც არ დაახანა საპასუხოდ: "არ დაუჯერო, მიაწექი". 11 000 კილომეტრი გლაზგომდე და უკან: 8 წლის განმავლობაში მთელი ევროპა შემოვიარე, გარდა მოსკოვის მატჩისა. ყველაზე დიდი მოგზაურობა მაშინ გამოგვივიდა, როცა გლაზგოში ჩავდიოდით. ჯამში, წინ და უკან 11 000 კილომეტრი გავიარე. მახსოვს, გუნდზე ორი დღით ადრე ჩამოვედი და მაშინვე სიბელესზე გავედი. ფანტანს ორჯერ შემოვუარე, სანამ ავტობუსს დავაყენებდი. მანქანები მისიგნალებდნენ, ხოლო ხალხი ტაშს მიკრავდა. ლატარია: დიდი ხნის განმავლოაბში ფეხბურთელები და კლუბში მომუშავე ადამიანები ლატარიის ბილეთებს ყიდულობდნენ, რომლებიც ორი ავტობუსის ნომრებთან იყო თანხვედრაში. ზოგიერთმა ფეხბურთელმა ეს ტრადიცია კლუბიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა. არაფერი არ მოგვიგია, მაგრამ დღემდე ვყიდულობ ბილეთებს ამ ნომრების მიხედვით. "პელეგრინი გასაოცარი კაცია" : "ეს მაშინ მოხდა, როცა ის "რეალიდან" წასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა "სანტიაგო ბერნაბეუზე". მის თანაშემწეებს ვთხოვე, ჩემგან მოკითხვა გადაეცათ. 5 წუთის შემდეგ პელეგრინი სპეციალურად გამოვიდა, რათა მოსულიყო და ჩამხუტებოდა, შემდეგ კი ისევ სტადიონზე დაბრუნდა. გასაოცარი ადამიანია". საჩუქარი მოურინიოსგან: "პირველი სეზონის დროს მოურინიოს პრესიადოსთან მცირე ჩხუბო მოუვიდა. ხიხონში მგზავრობა რთული გამოდგა, პრობლემები მატჩის მერეც შეიქმნა. მოუს თანაშემწე პრესიადოს შეელაპარაკა. მას დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, ამიტომ დავემშვიდობე და დამშვიდობებისას ხელიც ჩამოვართვი. როგორც კი ავტობუსში ავედი მოუმ დაიყვირა: "თქვენი საქმე წასულია. თქვენ ჩემი მტერი ჩაიკარით გულში!". მაშინ ვიფიქრე, რომ "რეალ მადრიდში" ეს ჩემი ბოლო მოგზაურობა იყო. მაგრამ მოურინიო ძლიერი პიროვნების უკან თბილ გულს მალავს. აეროპორტში რომ მივედით, მომიბოდიშა და ჩამეხუტა. მერე პალტოში ხელი ჩაიყო და ლედი ფატიმას სტატუეტი მომცა. მითხრა, რომ ეს წარმატებას მომიტანდა. მოუ მაშინაც გადამეხვია, როცა "რეალიდან" წავიდა. Kiss FM-დან თანამედროვე მუსიკაზე:თავიდან მუსიკაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და მთელი გზის განმავლობაში Kiss FM-ს ვუსმენდით. ასევე მქონდა დისკი, რომელზეც სიმღერები ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა. დროთაგანმავლობაში ფეხბურთელებმა მეტი ყურადღება მიაქციეს მუსიკას და ხშირად მთხოვდნენ თავიანთი დისკების ჩადებას მაგნიტაფონში. მწვრთნელები არაფერს ამბობდნენ. უბრალოდ მოურინიომ არ გვაძლევდა მუსიკის ჩართვის უფლებას წაგებული ან ცუდად ჩატარებული მატჩის გამო, რადგან მიიჩნევდა, რომ სასიხარულო დრო არ იყო. კანტერანო ავტობუსში: "ფეხბურთელები ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ისხდნენ. სხვა სკამზე არავინ ჯდებოდა, თუმცა ყოველთვის იყო ერთი, ვისაც ეშლებოდა ხოლმე. განსაკუთრებით კი კანტერანოში. არ მახსოვს, რომელი იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთი შემთხვევით რაულის ადგილას დაჯდა. მეორე ფეხბურთელმა უთხრა : "ჯობია ადგე, თორემ პრობლემები შეგექმნება". ბიჭი გადაჯდა. როცა დიეგო ლოპესი "რეალში" დაბრუნდა, ამ წესის შესახებ უკვე იცოდა, ამიტომ მკითხა, მე სად დავჯდეო. დიეგო ბრწყინვალე ბიჭია. სერიოზულია და პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს. დიდებული ადამიანია". ბექჰემი და მზესუმზირა: "ბექჰემმა მე და კიდევ ერთ კაცს მატჩების წინ მზესუმზირის ყიდვა დაგვავალა. მან მითხრა, რომ მზესუმზირა ვიქტორიასაც ძალიან უყვარდა. ჩვენც ვყიდულობდით, მაგრამ ფულს არასდროს გვაძლევდა (იცინის). ერთხელ მის სკამზე 5 ევრო ვიპოვე და დავუბრუნე. მან მადლობა გადამიხადა, აიღო და წავიდა. სიჩუმე ავტობუსში: "არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა გუნდი "ბერნაბეუზე" მიმყავდა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშის წინ. ხალხის რაოდენობა განსაცვიფრებელი იყო. ჩვეულებისამებრ, 5 წუთი მჭირდება კასტელიანადან პარკირებამდე მისასვლელად. იმ დღეს დაახლოებით 20 წუთი დამჭირდა. გულშემატკივრები წასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. ზოგიერთი ფეხბურთელი იდგა და სურათებზე იღებდა თავისი მობილურით, ზოგიც მთხოვდა, მუსიკა გამომერთო, რათა ფანების ხმა გაეგოთ. ავტობუსში ისეთი სიჩუმე იყო, რომ დამბურძგლა. ეს აპოთეოზი იყო. გავიგე, როგორ თქვა მოუმ:" ასეთი რამ არასდროს მინახავს". მასაც ისევე უკვირდა, როგორც ჩვენ ყველას". დრენტეს ჩანთები, საყურეები და ტელეფონები: "მოგზაურობის შემდეგ ყოველთვის ვიღაც რაღაცას ტოვებს ავტობუსში. საყურეები, ბრასლეტები, ტელეფონები... ერთხელ დრენტეს საყურეები ვიპოვე. ალბათ ძალიან ძვირი იყო, ან სენტიმენტალური ფასეულობა გააჩნდა, რადგან ყოველთვის მას ეძებდა. ელგერა და სელადესი ყველაზე "გაფანტულები" იყვნენ. ბილიარდის ბურთი და ფლაერები:ყველაზე საშიში დღე ჩემთვის მაშინ იყო, როცა ლა კორუნიაში ავტობუსს ცეცხლოვანი ბურთები დაუშინეს. მათ 4 ფანჯარა ჩაამსხვირეს. მახსოვს, როგორ დატოვე ზოგმა ფეხბურთელმა სკამი და იატაკზე დაჯდა. ერთხელ მეტოქის ფანებმა ჩვენი ავტობუსის დაწვა მოიდომეს. ჯერ ქვები გვესროლეს, შემდეგ კი მაშხალები. ერთხელ ბილიარდის ბურთი გამარტყეს, რომელსაც ბექჰემს უმიზნებდნენ. ავტობუსს მოხვდა და ჩემზე აისხლიტა. კრიშტიანუ: "მინდა, რომ მათ, ვინც გამუდმებით აკრიტიკებს კრიშტიანუს, უფრო მეტი რამ იცოდნენ ამ ადამიანის შესახებ. ის ასეთ კრიტიკას არ იმსახურებს. ის შესანიშნავი ადამიანია - ექსტრაორდინარული ბიჭი. რონალდუ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის დიდებულია, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ვინც მასზე ცუდად ლაპარაკობს, უბრალოდ არ იცნობს!" წყარო: Blancos.info ,Blancos Twitter, vk.com/blancos_info

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10