Goal.Ge

გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?


გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?

გიგანტ ფეხბურთელთაგან ბევრს დამწყვეტ მატჩებში „აორთქლებისკენ“ აქვს მიდრეკილება. ეს მეძავის უძველესი პროფესიის დაავადებაა და სამწუხაროდ, გადაჭრის ზუსტი ალგორითმი არ არსებობს. თამაშში იმპოტენცია და აჩრდილად ტრანსფორმაცია შეიძლება მესუთ ოზილებში გავზომოთ. ეს შკალაა ყველაზე შესაფერისი - გერმანელი სხვებზე უკეთ იხდენს უჩინარის მანტიას და მინდორზე მთელი 90 წუთის განმავლობაში სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა.

ჰენრიხ მხითარიანს 10 მესუთ ოზილიდან თავისუფლად დაუწერდი 8-ს. სომეხი უკვე 2 თვეზე მეტია, საგოლე გადაცემებს არ აკეთებს. ამავე დროში პოლ პოგბამ ტრავმის მიღება, საავადმყოფოში წოლა, უკან დაბრუნება და პირველივე თამაშში გოლისა და პასის ჩაწოდება მოასწრო. მიკი კი უბრალოდ ჩუმადაა. არ იძლევა სკანდალურ ინტერვიუებს „დავბრუნდები და ყველას გავანადგურებო“, თავს არ იტვირთავს ვარჯიშისას და ამაოდ კარგავს წუთებს. გულშემატკივრები მხითარიანის ჯვარზე გაკვრას ითხოვენ, შედეგებს კი ჯეიმი კარაგერი აჯამებს: „როცა ჰენრიხი მინდორზეა, „ემიუ“ 10 კაცით თამაშობს“.

გასულ ზაფხულს მოურინიომ ჰენრიხში სოლიდური ინვესტიცია ჩადო და გულწრფელად სჯეროდა, რომ ის „იუნაიტედის“ საფეხბურთო ორგანიზმს შეერწყმებოდა. 1 წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანია არა ტრანსფერები და ხელფასი, არამედ მათ უკან მდგარი პირები. და ამაშია მხითარიანის მთავარი პრობლემა.

მას შეუძლია შთამბეჭდავი გოლების გატანა და არაფრისგან ასისტების შექმნა, მაგრამ თუ გუნდი დაუძლურდება, ჰენრიხი წინამძღოლად ვერ გამოდგება. ჰენრიხი განწყობის ადამიანია. მის ფსიქოლოგიაზე შესაძლოა იმოქმედოს უამინდობამ და მანდარინის მოუსავლიანობამ ერევანში. მის ირგვლივ არ არსებობს აქტიური ინფორმაციული ველი და ბირთვული ინსაიდები. მან პირველ სამ თამაშში ამოწურა ასისტების მარაგი და დაუძლურდა. ახლა მისგან ბირთვულ პერფორმანსებს არ ელიან - მიკის ყველაზე ერთგული ფანებიც კი იძულებულნი არიან, ობიექტურობისა და სიმართლის მხარეს გადავიდნენ.

გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?

ჟოზეს ის მამაკაცები სჭირდება, რომლებიც ბანკს ძარცვავენ და ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ. ეგოისტები და ნაძირლები, საძაგლები და პროვოკატორები, ქილერები და ერთი არასისტემური გენია, რომლისთვისაც არანაირი ჩარჩო არ იარსებებს. უკანასკნელის როლი უკვე დაკავებულია, ყველა დანარჩენი კი მხითარიანის საქმე უბრალოდ არ არის. ის კეთილი და ალალია, ამიტომაც მოსაწყენი და ნაცრისფერია. ნახევარმცველს უბრალოდ არ შეუძლია ჟოზესთან მუშაობა. პორტუგალიელს ფეხებზე ჰკიდია, კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი - მინდორზე პიროვნულ თვისებებს მნიშვნელობა არ აქვს.

დორტმუნდში ყველაზე ნაყოფიერი სეზონი ჰენრიხს შეტევის ფლანგზე თამაშისას ჰქონდა - საიდანაც 30-ზე მეტ ასისტს ასრულებდა. ფეხბურთელი ვერადავერ შეეგუა ვერც „იუნაიტედს“ და ვერც ინგლისს და მოურინიოს ფეხბურთი მისთვის უცხოდ დარჩა.
მხითარიანს ოჯახური ატმოსფერო და მამასავით მწვრთნელი სჭირდება. ადამიანი, რომელიც დამარცხების შემდეგ არ ეტყვის: „ეს ფიასკოა, ძმაო“. სწორედ ამიტომ სომეხი ან დორტმუნდში უნდა დარჩენილიყო, ან კლოპს გაჰყოლოდა „ლივერპულში“. მოურინიოსთან კავშირით მან თავი კრიტიკისა და მწვრთნელისგან უხეშობისთვის გასწირა.

ჰენრიხმა ნამდვილად აიხდინა ოცნება, გააკეთა ის, რაზეც მილიონობით ადამიანი ოცნებობს და მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახდა. მაგრამ ერთი ოცნების რეალიზაციამ აუცილებლად მოტივაცია უნდა მოგცეს და ახალი მწვრვალებისკენ გიბიძგოს, მიკი კი უბრალოდ ჩაქრა. მის გულში არ გიზგიზებს სატანური ცეცხლი, 70-ათასიანი „ოცნების თეატრი“ კი მისი ცხოვრების მთავარი სცენა ვერადავერ გახდა.

იანვარში მხითარიანი 29 წლის ხდება. დასაკარგი დრო არაა - სომეხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს. ის ან „იუნაიტედში“ კარიერას „გააცოცხლებს“ ან გერმანიაში დაბრუნდება. „სიგნალ იდუნა პარკზე“ ჰენრიხი უყვართ და ელოდებიან. ბუნდესლიგა და „ბორუსია“ მარცხისა თუ წარუმატებლობისადმი უფრო ლოიალურები არიან, კლუბის ამბიციები კი ფეხბურთელის პრიორიტეტებს შეესაბამება. შავ-ყვითლები გაპატიებენ ჩემპიონობის ხელიდან გაშვებას და 2-3 მატჩის ჩაგდებას.

„დორტმუნდის“ ვარიანტი ნაბოდვარი და ავადმყოფური ფანტაზია არ არის - ყოფილი კლუბი ნამდვილადაა დაინტერესებული ფეხბურთელის დაბრუნებით. „ბორუსიამ“ იცის, როგორ დაიბრუნოს ძველი ლიდერები, რომლებიც ტოპ-კლუბებს უნიჭოდ შეერივნენ. სინძი კაგავას სომეხმა კოსპლეიმ იაპონელის მანჩესტერული გზა გაიმეორა. ამის დასასრულებლად ცოტა დარჩა - ბუნდესლიგაში უნდა დაბრუნდეს და ზრდაზე აღარასდროს იფიქროს.

მიხვეულ-მოხვეული გზები შეიკრა, მაგრამ არსად მივყავართ? ჰენრიხ, სახლში დაბრუნების დრო მოვიდა.

მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვარსკვლავები, რომლებმაც მანჩესტერსა და იუვენტუსში ითამაშეს

მდიდარი დაპირისპირების ისტორიის გარდა "მანჩესტერსა" და "იუვენტუსს" ისიც აქვთ საერთო,

დღეს, 15:13

გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე ნაკრებში გამოიძახეს

"კრასნი იარმა" საკუთარი ლეგიონერების გამოძახება დაადასტურა.

დღეს, 14:27

რონალდუ: "ვიცი, რომ მისაბაძი მაგალითი ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს თქმით, ის ნამდვილად ბედნიერი ადამიანია.

დღეს, 12:30

გვარდიოლა: "გულწრფელი ვიქნები, სიტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, "შახტართან" მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:24

პირველად, 2007 წლის შემდეგ - არსენალის შესანიშნავი მიღწევა

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში "არსენალმა" "ლესტერი" 3:1 დაამარცხა და დიდებული მიღწევაც გაინაღდა.

დღეს, 12:18

იოზილი: "სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ'

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, "ლესტერთან" გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მოიპოვა (3:1).

დღეს, 12:09

იუნაიტედთან შეხვედრაში იუვენტუსს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდება

ტურინული გრანდი "ოლდ ტრაფორდზე" დანაკლისით ითამაშებს.

დღეს, 12:05

პარუნაშვილი დანიაში კვლავ გამოარჩიეს და სპეციალური ჯილდო გადასცეს

"ესბიერგის" ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი საოცარ ფორმაშია

დღეს, 03:52

ხარაიშვილის გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

შვედეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბრომაპოიკარნა" და "გიოტებორგი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:37

"სიმართლე მალე გაირკვევა", - რონალდუ გაუპატიურების ფაქტზე

კრიშტიანუ რონალდუმ, "მანჩესტერთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა.

დღეს, 03:35

მოურინიო: "რონალდუ? ესპანელ ჟურნალისტებს მხოლოდ კრიშტიანუ და რეალი გაინტერესებთ"

შეხვედრის წინ ჟოზე მოურინიომ რონალდუზეც ისაუბრა.

დღეს, 03:29

ბონუჩი: "მანჩესტერს ჩემი დამატება უნდოდა, თუმცა შემდეგ იუვენტუსი გამოჩნდა"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

დღეს, 03:26

მანჩესტერი-იუვენტუსი - რონალდუ ბრუნდება სახლში, სადაც მას უსიამოვნო ნაცნობი დახვდება

ჩემპიონთა ლიგა - დაბრუნდა! სამშაბათის ცენტრალური მატჩი უდავოდ "მანჩესტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაა,

დღეს, 03:21

დღეს, დავით ხოჭოლავა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის წინააღმდეგ ითამაშებს

დღ​ეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი დონეცკის "შახტარსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

დღეს, 03:08

რომელი მატჩები გაიმართება 20:55 საათზე და 23:00 საათზე?

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

დღეს, 03:08

რონალდუ: "ფერგიუსონი საკმაოდ დამეხმარა"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "იუვენტუსს" მიიღებს.

დღეს, 03:05

იარმოლენკოს მძიმე ტრავმა - ვესტ ჰემმა უკრაინელი 6 თვით დაკარგა

"ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" მატჩში ანდრეი იარმოლენკომ ტრავმა მიიღო და ის ხანგრძლივ პაუზას აიღებს.

დღეს, 03:02

იკარდი: "სამწუხაროა, რომ მესი არ ითამაშებს"

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "ინტერს" დაუპირისპირდება.

დღეს, 02:59

ისკო: "პრესა ლოპეტეგის ვერ გააგდებს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ისკომ ხულენ ლოპეტეგის მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღეს, 02:56

რონალდუ ისკოს გამოეხმაურა: "ჩემს გამო არ უნდა იტირონ"

"არ შეგვიძლია ვიტიროთ იმის გამო, რომ ფეხბურთელს წასვლა უნდოდა და წავიდა", - ეს განცხადება ისკომ კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა.

დღეს, 02:45

პიანიჩი: "რონალდუმ სწორედ მისგან ისწავლა ბევრი"

მირალემ პიანიჩი ფიქრობს, რომ პორტუგალიელმა სწორედ მისგან ისწავლა ბევრი რამ.

დღეს, 02:41

ჰიუსტონისა და ლეიკერსის სამმა მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მიიღო

NBA-ის შეხვედრაში "ჰიუსტონმა" "ლეიკერსი" დაამარცხა, სადაც მცირე ინციდენტი მოხდა.

დღეს, 02:25

რონალდუ ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა [VIDEO]

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

დღეს, 02:20

ანდრე გომეშის კურიოზული ეპიზოდი სადებიუტო მატჩიდან [VIDEO]

პრემიერ ლიგაში გადასვლის შემდეგ, ანდრე გომეშს ტრავმა ჰქონდა და მისი დებიუტი მხოლოდ გუშინ შედგა.

დღეს, 02:18

ლევან მჭედლიძემ ქართველ ქომაგს PlayStation 4 აჩუქა: "მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გიორგი ქოქიაშვილმა მეგობრებს PlayStation 4-ის შესაძენად დახმარება სთხოვა.

დღეს, 02:16

ნიკა გვარამია: "ლაშა ტალახაძე ჩემთვის არარაობაა" [VIDEO]

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს გამოეხმაურა.

დღეს, 02:11

ოზილის ბენეფისი, ობამეიანგის დუბლი, ულამაზესი გოლი და არსენალის ზედიზედ მე-7 მოგება პრემიერ ლიგაში [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩში "არსენალმა" "ლესტერ სიტი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ვაჟა კაპანაძე პრო დ2-ში ითამაშებს

ქართველი მორაგბე საფრანგეთის მეორე დივიზიონში ითამაშებს.

დღეს, 01:22

დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა

დიდი 10-ის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:03

ბუფონმა მსოფლიოს სამი საუკეთსო მეკარე დაასახელა

"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა.

გუშინ, 23:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები