ბარსელონამ ვილიარეალს მოუგო - სხვაობა კვლავ 8 ქულაა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ ვილიარეალს მოუგო - სხვაობა კვლავ 8 ქულაა [VIDEO]


ბარსელონამ ვილიარეალს მოუგო - სხვაობა კვლავ 8 ქულაა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი კატალონიის "ბარსელონა" "ვილიარეალს" ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში კატალონიელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ ბურთის ფლობის მხრივ, თუმცა მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. საბოლოოდ, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში ერნესტო ვალვერდეს გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა. მე-60 წუთზე "ვილიარეალს" კაცი გაუგდეს.

ამით კი "ბარსელონამ" ისარგებლა და 10 წუთის ინტერვალში 2 გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, რომელსაც 82-ე წუთზე ლიონელ მესიმ უპასუხა.

ამრიგად, "ბარსელონამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მადრიდის "რეალთან" უპირატესობა კვლავ 8 ქულამდე გაზარდა.

სატურნირო ცხრილი
ბარსელონამ ვილიარეალს მოუგო - სხვაობა კვლავ 8 ქულაა [VIDEO]

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები