კვერკველია ევროპა ლიგაზე მარიო ბალოტელის დაუპირისპირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველია ევროპა ლიგაზე მარიო ბალოტელის დაუპირისპირდება


კვერკველია ევროპა ლიგაზე მარიო ბალოტელის დაუპირისპირდება

2017-2018 წლების სეზონის, ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.

სოლომონ კვერკველიას "ლოკომოტივი" ამ რაუნდში ფრანგულ "ნიცას" შეხვდება.

გაცნობებთ, რომ მოსკოველებმა F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, სადაც "კოპენჰაგენს", "შერიფს" და "ფასტავს" აჯობეს.

"ნიცა" კი K ჯგუფში "ლაციოსთან", "ვიტესთან" და "ზულტთან" ერთად იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ფრანგულმა გუნდმა ბოლო 3 მატჩიდან 3-ვე მოიგო.

ასევე, გაცნობებთ, რომ ევროპა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი, ჯანო ანანიძე იასპარეზებს. მისი "სპარტაკი" "ბილბაოს" დაუწყვილდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები