იბრაჰიმოვიჩი: "რატომ ავირჩიე ინტერი?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იბრაჰიმოვიჩი: "რატომ ავირჩიე ინტერი?"


იბრაჰიმოვიჩი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, გაიხსენა პერიოდი, როდესაც მილანის "ინტერში" გადავიდა.

"მე "მილანიდან" და "ინტერიდან" მქონდა შემოთავაზებები. რაიოლამ მკითხა: "შენ გინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იყო თუ ყველაზე მდიდარი?

მე კი ვუთხარი, რომ საუკეთესოობა მინდოდა. მან კი ასეთი რამ მიპასუხა: "კარგია, რადგან სწორედ საუკეთესო ხდება ყველაზე მდიდარი.

მე ავირჩიე "ინტერი" და არა "მილანი", ვინაიდან "როსონერის" ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული, ხოლო "ინტერი" იტალიის ჩემპიონატის მოგებას 17 წელი ვერ ახერხებდა.

ვფიქრობდი, რომ თუ "ინტერს"ავირჩევდი და მათთან ერთად სკუდეტოს მოვიგებდი, გავაკეთებდი იმას, რაც არავის გაუკეთებია. როდესაც 17 წლის შემდეგ რაიმეს მოიგებ, ისტორიაში შეხვალ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ საჩემპიონო ტიტული მოვიგეთ, მე კი საუკეთესო ბომბარდირი გავხდი", - განაცხადა ზლატანმა.

36 წლის შვედი "ინტერის" ღირსებას 2006-09 წლებში იცავდა და იტალიის სერია ა ზედიზედ სამჯერ მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები