ბაიერმა ჩელსის წინადადება არ მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერმა ჩელსის წინადადება არ მიიღო


ბაიერმა ჩელსის წინადადება არ მიიღო

ლევერკუზენის "ბაიერი" უნიჭიერესი იამაიკელი ტალანტის, ლეონ ბეილის, გაშვებას არ აპირებს.

ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" იტყობინება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას 20 წლის ბეილის ტრანსფერის თაობაზე მიმართა და 25 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

ლეონ ბეილი "ფარმაცეპტებმა" 2017 წლის იანვარში დაიმატეს და აფრიკელმა ტალანტმა მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო. ბეილიმ ბუნდესლიგის 12 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.

20 წლის იამაიკელის მოქმედი კონტრაქტი ლევერკუზენის "ბაიერთან" 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები