მასკერანომ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მასკერანომ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო



"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა, იტყობინება Sport.es.

გავლენიანი კატალონიური გამოცემის თანახმად, არგენტინელი ჩინურ "ჰებეი ჩაინ ფორჩუნში" მაინც გადავა, მიუხედავად იმისა, გაზრდის თუ არა ჩინური კლუბი შეთავაზებას - აზიელები 6 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა კატალონიელებს 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონის მიღება სურთ.

არსებული ინფორმაციით, მასკერანომ სამწლიან კონტრაქტზე მიიღო წინადადება, რომლის თანახმადაც მისი ყოველწლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, თავად მცველმა აქამდე თქვა, რომ "ბარსელონას" დატოვება 2018 წლის მუნდიალის წინ არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო სურს.

ცნობისთვის, ამ სეზონში მასკერანომ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები