შესნი: "იუვენტუსში მომავლის პერსპექტივით მოვედი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შესნი: "იუვენტუსში მომავლის პერსპექტივით მოვედი"


შესნი:

ტურინის "იუვენტუსის" მეორე გოლკიპერი, ვოიჩეხ შესნი, იმედოვნებს, რომ ჯანლუიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი მეკარე სწორედ ის გახდება.

"როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, არ ვფიქრობდი, რომ ეგრევე ძირითადი მეკარე ვიქნებოდი ან 2018 წელს რაიმე შეიცვლებოდა. მე მომავლის პერსპექტივით მოვედი", - განაცხადა 27 წლის პოლონელმა.

ვოიჩეხ შესნი ტურინულ გრანდს ამ ზაფხულს 17 მილიონ ევროდ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში უკვე 7 მატჩის ჩატარება მოახერხა.

"იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, კარიერას ამ სეზონის ბოლოს ასრულებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ვოიჩეხ შესნი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები