ნაპოლიმ რთულ ბრძოლაში იმარჯვა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ რთულ ბრძოლაში იმარჯვა [VIDEO]


ნაპოლიმ რთულ ბრძოლაში იმარჯვა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს ლიდერმა "ნაპოლიმ" მე-18 ტურში შინ "სამპდორია" მიიღო და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში იმარჯვა.

პირველი ტაიმი ძალიან საინტერესო და საოცრად სანახაობრივი გამოდგა. გასტონ რამირესმა გენუელები უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა, რასაც "ნაპოლის" მხრიდან ალანმა უპასუხა.

27-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ პენალტით "სამპდორია" კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ 6 წუთში ლორენცო ინსინიემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კიდევ 6 წუთში მარეკ ჰამშიკმა უკვე "ნაპოლი" დააწიანურა.

გიჟური პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა, თუმცა ბოლო 15-20 წუთი მასპინძლებმა უმცირესობაში ჩაატარეს, ვინაიდან მარიო რუი მოედნიდან გააძევეს.

მაურიციო სარის გუნდმა 3:2 იმარჯვა და "ინტერთან" სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა.

ნაპოლი 3:2 სამპდორია

გოლები: 0:1 - რამირესი (2'), 1:1 - ალანი (16'), 1:2 - კვალიარელა (27' პენ.), 2:2 - ინსინიე (33'), 3:2 - ჰამშიკი (39').

შემადგენლობები

ნაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი, კულიბალი, რუი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 56'), ჰამშიკი (ზელინსკი 70'); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (მაჯო 79').

სამპდორია: ვივიანო; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, სტრინიჩი (საპატა 84'); ბარეტო (ვერე 71'), ტორეირა, პრატი; რამირესი; კაპრარი, კვალიარელა (კოვნაცკი 75').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები